მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გალერეა

გალერეა: სოციოლოგთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია

27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციოლოგთა რიგით მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ტრანსფორმაციების მიღმა: კომპლექსური მემკვიდრეობა და თანამედროვეობის გამომწვევები."

საზოგადოებაში გლობალური მასშტაბის მკვეთრი ტრანსფორმაციების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, როგორ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს მემკვიდრეობით მიღებული სოციოკულტურული ნორმატიული სისტემები. ცვლილებებისა და პერმანენტული კრიზისების მთელი სერიის ფონზე, რომლითაც ბოლო ათწლეულები ხასიათდებოდა, მზარდია ტენდენციები იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმის, ჰომოფობიის, ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის მიმართულებით. ეს განვითარება სოციოლოგებს განსაკუთრებულ გამოწვევებს სთავაზობს.

ახალგაზრდა მკვლევრებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან საზოგადოების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებით, კონფერენციაზე საკუთარი კვლევები წარმოადგინეს და ერთმანეთს იდეები გაუზიარეს.

ბანერები