მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მუდმივი ციკლური პროცესია და თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირს ეფუძნება. შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრის მიზანია, განათლების სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებით: მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტთან პედაგოგთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის განავითაროს, მართოს და განახორციელოს პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამები.