ლაბორატორიის შესახებ
ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორია წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ლაბორატორიის მიზანია სიძველეთა (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ და სხვ.) მოპოვება-ფიქსაცია და მათი ინტერდისციპლინური შესწავლა. კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში დანერგვა და პოპულარიზაცია. ლაბორატორია თავისი მიზნების განსახორციელებლად სამეცნიერო და საქმიან კავშირებს ამყარებს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ და საგამომცემლო ცხოვრებაში. ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებს რეგულარული თუ ერთჯერადი საჯარო მოხსენებების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, საოსტატო კლასების, საკითხავების, მრგვალი მაგიდისა და პრეზენტაციების სახით. გამოსაცემად ამზადებს და აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს, წელიწდეულებს, ჟურნალებს, კრებულებს.