შუა საუკუნეების კვლევები
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი შუა საუკუნეების კვლევებში
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია მედიევისტიკაში მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის შუა საუკუნეების ეპოქას - ქართული, ბიზანტიური და დასავლეთ ევროპული შუა საუკუნეების ისტორიას, ფილოსოფია-თეოლოგიას, ლიტერატურას, ენისა და ხელოვნების ისტორიას; გაიაზრებს და გამოიკვლევს შუა საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო, რეგიონულსა და ნაციონალურ კონტექსტში.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
- იმუშაოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;
- იმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დამცველ და საინფორმაციო ორგანიზაციებში;
- იმუშაოს მუზეუმებში და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებში;
- იმუშაოს ჟურნალისტიკისა და ტურიზმის სფეროში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ოდოშაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი A 202
☏ (+995 32) 222 00 09 (246)
✉ giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge