მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი 1999 წელს ქალბატონმა ინგრიდ დეხრავემ დააარსა. ცენტრს საკუთარი აუდიტორიის მოწყობაში დაეხმარა „ნიდერლანდური ენის კავშირი“ (www.taalunie.org), რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნიდერლანდური ენის პოპულარიზაციას ეწევა.

მიზნები და საქმიანობა

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის მიზანია, ქართველ სტუდენტებს შეასწავლოს ნიდერლანდური, რომელიც 24 მილიონი ევროპელის მშობლიური ენაა და მათ ფილოლოგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ კომერციულ სფეროებში ახალი პერსპექტივები შესთავაზოს.

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 2000-ზე მეტი წიგნი, CD/DVD დისკები და ყოველკვირეული გამოცემები. ნიდერლანდური და ფლანდრიული ფონდების დახმარებით ბიბლიოთეკა ყოველწლიურად იზრდება.

სასერტიფიკატო გამოცდა
სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღონ ნიდერლანდური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი CNaVT, რომელიც ნიდერლანდებისა და ფლანდრიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსების სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა აქვთ. A2 დონის სტუდენტებს ვთავაზობთ ცენტრალური ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების Comenius-ის საზაფხულო კურსს, რომელიც გაერთანების წევრ უნივერსიტეტებში იმართება (www.comeniusned.eu). B1-B2 დონის სტუდენტებს ვთავაზობთ გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსს. ორივე კურსს „ნიდერლანდური ენის კავშირი“ აფინანსებს.

ნიდერლანდურ ენისა და კულტურის ცენტრის მხარდამჭერები არიან:

  • Nederlandse Taalunie, ჰააგა და ბრიუსელი
  •  Orde van den Prince, ბელგია და ნიდერლანდები
  • ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

თანამშრომლები

ნინო ფხაკაძე - ცენტრის დირექტორი, მასწავლებელი


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503/504 ოთახები (გ. წერეთლის ქუჩა №3) (ილიაუნის შენობების განლაგება)
☏ 599 787232
✉ nino_phkhakadze@iliauni.edu.ge
Facebook

ბანერები