დამატებითი ინფორმაცია
ქართული ენის სახელოსნო ცოდნისა და პრაქტიკის გაერთიანების საუკეთესო ნიმუშია, რაც წარმატების საწინდარია. კერძოდ, ის აერთიანებს შემდეგ სამ სფეროს:
- თანამედროვე მეთოდური ხაზის და სასწავლო მასალების შემუშავება (კვლევითი პროექტები);
- ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლების მომზადების პროგრამის ფარგლებში ინტენსიური სტაჟირება-პრაქტიკის განხორციელება ენების კურსებზე;
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება თანამედროვე სასწავლო მასალების და შესაბამისი კადრების მეშვეობით.
აქ მუშავდება ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც საფუძვლად უდევს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ქართულის, როგორც მეორე /უცხო ენის მიმართულებას, ხოლო ამ პროგრამის შედეგად მომზადებული კადრები ასწავლიან ქართულ ენას და ქმნიან შესაბამის მასალებს სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლოს პროგრამაზე.
ასევე, მნიშვნელოვანი და ინოვაციურია სწავლების ელექტრონული ფორმის დანერგვა და განვითარება პორტალის - moodle.iliauni.edu.ge - მეშვეობით. ზემოხსენებული სამივე სფერო მოიცავს ონლაინ-მუშაობას, მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კურსი ეყრდნობა მუშაობას მოცემულ პორტალზე და ამ კურსებზე ყოველწლიურად იზრდება ონლაინ-მუშაობის წილი.