მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებთან. 2008-2010 წლებში ცენტრში აკრედიტაცია გაიარა 8 პროგრამამ და დატრენინგდა თბილისისა და საქართველოს რეგიონების 3000-მდე მასწავლებელი. პროგრამებში აქტიურად იყვნენ ჩართული განათლების სკოლის პროფესორები: მარინე ჯაფარიძე, სოფიკო ლობჟანიძე, თამარ ტალიაშვილი, ირინე რუხაძე, დათო მალაზონია, მალხაზ მაყაშვილი, ეკატერინე შავერდაშვილი, ეკატერინე ტყავაშვილი, ნათელა მაღლაკელიძე.
2011 წელს მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრში დატრენინგებული მასწავლებლების მონაცემთა ანალიზისა და ინტერვიუების შედეგები აისახა სტატიაში, ADULT EDUCATION IN PRACTICE: TEACHER TRAINING AND ITS POTENTIAL FOR CHANGING SCHOOL TEACHERS THROUGH ADULT LEARNING, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო იმპაქტ-ჟუნალში: "Problems of Education in the 21st Century" (ISSN 1822-7864). სტატიის ავტორია ნინო შერვაშიძე; თანაავტორი - ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი, მაილს ბრაიანტი; მრჩეველი თ. ტალიაშვილი (იხილეთდანართი #1).