ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES)
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი:
პროგრამაზე მიღების პროცესს კოორდინირებას უწევს გლაზგოს უნივერსიტეტი, როგორც კოორდინატორი უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტსა და კონსორციუმის დანარჩენ პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია და შეავსონ აპლიკაცია ონლაინ.
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერაში/კურიკულუმში და ასევე შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/prxT0
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე აპირებს სწავლების მეორე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, მას ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა;
საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.naec.ge.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
- ერთობლივად მინიჭებული ხარისხი: საერთაშორისო მაგისტრი / International Master - გლაზგოს უნივერსიტეტისგან, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო, და ტარტუს უნივერსიტეტისგან, ტარტუ, ესტონეთი;
- კავკასიის კვლევების მაგისტრი / Master of Caucasus Studies - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, თბილისი, საქართველო.
პროგრამის აღწერა
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები, (CEERES) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამავე პროგრამის 8 პარტნიორისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის სრული პარტნიორია.
სტუდენტები პირველ სემესტრში სწავლობენ ტარტუს უნივერსიტეტში, მეორე სემესტრში – გლაზგოს უნივერსიტეტში, მე-3 და მე-4 სემესტრებში კი კონსორციუმში შემავალი დანარჩენი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთში, მათი კვლევის ინტერესის სფეროდან გამომდინარე.
მოცემულ პროგრამაში აღწერილია ის მიმართულება, რომელსაც სტუდენტები გაივლიან იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ ისწავლონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 და მე-4 სემესტრში და მიიღებენ შემდეგ ხარისხებს:
- ერთობლივად მინიჭებული ხარისხი: საერთაშორისო მაგისტრი / International Master – გლაზგოს უნივერსიტეტისგან, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო, და ტარტუს უნივერსიტეტისგან, ტარტუ, ესტონეთი;
- კავკასიის კვლევების მაგისტრი / Master of Caucasus Studies – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, თბილისი, საქართველო
პროგრამის მიზნები
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ისტორიული და თანამედროვე განვითარების ტენდენციების შესახებ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში. ამიტომ პროგრამა იმგვარადაა სტრუქტურირებული, რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი არჩევანი რეგიონის საერთო კომუნისტური წარსულისა და ამ წარსულით განპირობებული პოსტკომუნისტური და ცივი ომის შემდგომი ტრანსფორმაციის დინამიკის სიღრმისეული შესწავლისთვის.
გლაზგოს უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო გეგმის კონკრეტული კომპონენტები და მობილობის სქემები დაეხმარება სტუდენტებს შემდეგი მიზნების მიღწევაში:
- აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის კვლევის ახალი, ინოვაციური მიდგომების შემუშავება კავკასიის რეგიონზე განსაკუთრებული აქცენტით;
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან გამომდინარე სათანადო დისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომების გაცნობა;
- რეგიონული ენის (რუსულის) შესწავლა, რათა კვლევის ჩატარებისას შეძლონ ამ ენაზე წერილობითი წყაროების გაცნობა;
- სტუდენტთა მიერ განხორციელებული იმ დამოუკიდებელი კვლევების ხელმძღვანელობა, რომლებიც ეხება კავკასიის რეგიონის შესწავლას;
- მობილობის შესაძლებლობის გამოყენება, რათა შეიძინოს, განავითაროს და დახვეწოს ინტერკულტურული ცნობიერება და გაითავისოს მისი მნიშვნელობა.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც მოითხოვენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის რეგიონების შესახებ სპეციალიზებულ ცოდნას. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლის გაგრძელება სადოქტორო საფეხურზეც.
ზვიად ზალიკიანი
CEERES ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორი
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A 205
ტელ.: +995 32 222 00 09 (207)
✉ zviad.zalikiani@iliauni.edu.ge