ცენტრში 2008 წლიდან ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფსიქო-პედაგოგიური საფუძვლების, საგნის/საგანთა ჯგუფის სწავლების, ინტეგრირებული სწავლების პროგრამები ინვარიანტული მოდულებით, რომლებშიც საერთო ჯამში, ჩართული იყო 3000-მდე მასწავლებელი. პროგრამები ეხმარება მასწავლებლებს, ეზიარონ საგნობრივ, პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ცოდნას, დაეუფლონ სათანადო უნარ-ჩვევებს, რათა თანამედროვე მიდგომების მოდელირების პირობებში შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
პროგრამით ხორციელდება მიზნობრივად მიმართული სწავლება, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის ეფექტურად გამოყენებაზე, არამედ კვლევითი უნარის განვითარებაზე, რაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით არის გათვალისწინებული.
ცენტრი წარმოადგენს პრაქტიკულ ბაზას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებთან ერთად ჩაერთონ პროგრამაში და განახორციელონ კვლევითი პროექტები.
კოლაბორაციული სწავლების შედეგად პედაგოგები უკეთ გააცნობიერებენ, რა უნარების თუ კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ მათ კოლეგებს.
პროგრამების წარმატებით განხორციელებას მასწავლებელი-მკლევრის ჩამოყალიბებისთვის უზრუნველყოფს პროგრამის ხელმძღვანელთა და ტრენერთა მაღალი კომპეტენცია.