მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

სამცნიერო-კვლევითი საქმიანობა ითვალისწინებს შეპირისპირებით კვლევებს როგორც ენების, ასევე კულტურისა და ლიტერატურის სფეროში ძირითადად ტექსტების და დისკურსების დონეზე. ცენტრის საქმიანობას მიმართულებას აძლევს   ის კვლევები, რომლებსაც რომანისტიკის მიმართულების პროფესორები, ენის მასწავლებლები და დოქტორანტები ატარებენ. შესაბამისად, ცენტრი ორიენტირებულია რომანულ სფეროზე და მოიცავს კვლევის როგორც ლინგვისტურ, ისე სოციოკულტურულ და ლიტერატურულ ასპექტებს. ცენტრის ეს მეორე მიზანი აერთიანებს როგორც უნივერსიტეტის, ასევე, რომანულ ფილოლოგიაში საქართველოს მასშტაბით სპეციალისტებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას იმ ინტერტექსტუალური დიალოგის დასადგენად, რომელიც არსებობს რომანულ ენებს, ლიტერატურებსა და კულტურებს შორის.

კვლევის შედეგებს ცენტრის წევრები წარადგენენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და აქვეყნებენ სხვადასხვა ჟურნალსა და წიგნში.

2012 წლის შემდეგ, როცა უნივერსიტეტში, რომანისტიკის მიმართულების და ცენტრის ინიციატივით, დაარსდა რეგიონალური ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - CODFREURCOR (იხ. საიტი www.codfreurcor.iliauni.edu.ge ), ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯის წევრ 14 უნივერსიტეტთან და ჩაბმულია კოლეჯის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. ცენტრის და კოლეჯის ეგიდით უკვე ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დოქტორანტთა ოთხი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით, პირველი და მესამე - კიშინიოვში, 2013 და 2016 წლებში, ხოლო მეორე და მეოთხე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014 და 2015 წლებში. პირველი კონფერენციის მასალების საფუძველზე, შეიქმნა და გამოიცა (როგორც ელექტრონული, ასევე სტამბური ვერსია) პირველი ფრანგულენოვანი ჟურნალი Etudes interdisciplinaires en Sciences humaines - ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (იხ. საიტი www.eish.iliauni.edu.ge). მეორე კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალის მეორე ნომერში 2015 წლის აპრილში. მესამე და მეოთხე კონფერენციები ჩატარდა ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და რუმინულ ენებზე. შესაბამისად, ჟურნალის მესამე ნომერი ამ ოთხ რომანულ ენაზე გამოიცა 2016 წლის ივლისში. ჟურნალის მეოთხე ნომერში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გამოვა, ოთხ რომანულ ენას დაემატება ინგლისურენოვანი სტატიებიც.

ბანერები