მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი ენათმეცნიერება

გამოყენებითი ენათმეცნიერება

პროგრამის დასახელება: გამოყენებითი ენათმეცნიერება

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანტარული მეცნიერებების მაგისტრი ენათმეცნიერებაში

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, განახლდა 2022 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის ფარგლებში სტუდენტი სიღრმისეულად შეასწავლის ენისა და თეორიული ენათმეცნიერების პრობლემატიკას მათი გამოყენების შესაძლებლობებიდან გამომდინარე; გამოიმუშავებს  ტექსტური წარმონაქმნის ანალიზისა და შეფასების, ასევე, ლინგვისტური კვლევების თვისებრივი, სტატისტიკური და კომპიუტერული დამუშავების უნარს.

პროგრამის მიზანი

გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური ლინგვისტი, რომელიც წვლილს შეიტანს დარგობრივი ცოდნისა და პროფესიული პრაქტიკის განვითარებაში და განუვითარებს სტუდენტს გამოყენებითი ენათმეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა და სისტემურ ცოდნას; შეასწავლის ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საკითხებს ენათა ტიპოლოგიისა და უნივერსალიების ჭრილში; გამოუმუშავებს საანალიზო მასალის კომპიუტერული დამუშავების უნარებს; ჩამოუყალიბებს სტუდენტს პატივისცემას სახელმწიფო ენისა და ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;  შეასწავლის საკუთარი მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამა მოიცავს ზოგად ენათმეცნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრაგმატიკა, სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა, მეგრულ - ლაზური და სვანური ენების გრამატიკულ ანალიზი. შეისწავლის ენათმეცნიერებას გამოყენებით ჭრილში, რაც მოიცავს კომპიუტერულ ლინგვისტიკას და ენობრივ ტექნოლოგიებს.

სწავლის შედეგები   

კურსდამთავრებული:

  1. ავლენს გამოყენებითი ენათმეცნიერების ღრმა და სისტემურ ცოდნას და ითვალისწინებს მის თეორიულ საფუძვლებს და გამოყენებით პოტენციალს;
  2. სიღრმისეულად აანალიზებს და გადმოსცემს ქართულის და სხვა ენების ფონეტიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს ენათა ტიპოლოგიისა და ლინგვისტური უნივერსალიების ჭრილში;
  3. სიღრმისეულად განიხილავს ლინგვისტური კვლევის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, ენობრივ ვარიაციას, ენის ცვლილებას სინქრონულ და დიაქრონულ ჭრილში სხვადასხვა მიდგომის გათვალისწინებით;
  4. კომპლექსურად განსაზღვრავს და პრაქტიკულად იყენებს საანალიზო მასალის შეგროვება-დამუშავების საველე და სხვა მეთოდებს;
  5. ქმნის გამართული ფორმის, ლოგიკურად დასაბუთებულ, არსებული აკადემიური სტანდარტების შესაბამის ორიგინალურ სამაგისტრო ნაშრომს და წარუდგენს დარგის სპეციალისტებს და/ან არასპეციალისტებს;
  6. მიზნობრივად სარგებლობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საბიბლიოთეკო და ელექტრონული რესურსებით; სხვადასხვა სასწავლო, საქმიან და საკვლევ გარემოში მუშაობს ინდივიდუალურად და გუნდურად, მათ შორის განსაზღვრულ ვადებსა და ინტენსიურ რეჟიმშიც;
  7. პატივს სცემს ქართულს, როგორც სახელმწიფო ენასა და უმცირესობათა ენებს, ტოლერანტულია ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.

სწავლის მეთოდები

ლექცია, სემინარი, ანალიზი და სინთეზი, პრაქტიკული მეთოდი, ელექტრონული და შერეული სწავლების ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, შემთხვევის ანალიზი, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება), როლური და სიტუაციური თამაშები, ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, სუპერვიზია, რეფლექსია.

სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდიც, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

  • ნებისმიერ სფეროში eHumanity–ს (ციფრული ჰუმანიტარიის) მიმართულებით;
  • შესაბამისი პროფილის კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები;
  • უმაღლესი საგანმანათლებული დაწესებულებები;
  • ბეჭდური და ელექტრონული გამომცემლობების სფერო;
  • ბეჭდური და ციფრული ჟურნალისტიკა (ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, ონლაინ მაუწყებლობა);
  • მასობრივი მედია;
  • კულტურის სფეროსა და სამეცნიერო ინსტიტუციებში, რომლებიც ტექსტური მემკვიდრეობის დოკუმენტაციის, დაცვისა და კვლევის პრობლემატიკაზე მუშაობენ.  

კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ჰუმანტარულ მეცნიერებებათა მაგისტრი ენათმეცნიერებაში აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, შემდეგი სქემით:

  1. სავალდებულო კურსები -  30 კრედიტი;
  2. სავალდებულო-არჩევითი  კურსები-  48 კრედიტი;
  3. არჩევითი კურსები- არაუმეტეს 12 კრედიტი;
  4. სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი.

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები -თავსდება ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
natalia_nemsadze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები