მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები

პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ინგლისური ენის ტესტი, ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: 

  • პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი (Master of Political Science)
  • საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (Master of International Relations)

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების/საერთაშორისო ურთიერთობების დარგის ანალიტიკური უნარებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს არჩეული სპეციალიზაციის სფეროს აქტუალური საკითხების დამოუკიდებლად შესწავლას შესაბამისი თეორიების, თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სწავლების შემდგომ საფეხურზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი.

მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე. შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის (გასაუბრებაზე მოწმდება სტუდენტის დარგობრივი ცოდნა და მოტივაცია; კანდიდატების ინგლისური ენის კომპეტენცია (მინიმუმ B2-1 დონე) შესაბამისი ტესტის საფუძველზე.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ სფეროებში:

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე საჯარო სამსახურში, საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. შესაბამისი პროფილის კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუტებში.

პროგრამის დამთავრება სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.

ნათია თვალიაშვილი;
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
✉ natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები