მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საჯარო მმართველობის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია,მოამზადოს საჯარო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა და ანალიტიკოსთა ახალი თაობა, რომელსაც შეეძლება თავი გაართვას საჯარო პოლიტიკის სივრცეში არსებულ რთულ, კომპლექსურ გამოწვევებს, განსაკუთრებით - პოლიტიკური/ეკონომიკური გარდაქმნების დროს.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
  • იმუშაოს საშუალო და მაღალი რანგის რგოლის მენეჯერულ თანამდებობაზე - ადმინისტრატორად/მრჩევლად/ანალიტიკოსად,სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში,მათ შორის ეროვნულ, ტრანსნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • შექმნას და მართოს პროექტები;
  • ჩაატაროს კვლევები;
  • იმუშაოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე და ამით მიაღწიოს კარიერული/პროფესიული განვითარების მაღალ საფეხურებს როგორც საჯარო,ისე არასამთავრობო და კერძო სექტორებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ოდოშაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (246); 
✉: giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A202

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები