2016 წლის ანგარიში
2016 წელს ცენტრში ჩატარდა შემდეგი კვლევები:
- „მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდის ფსიქოლოგიური თავისებურებები სკოლის მოსწავლეებში“ - კვლევის საფუძველზე დადგინდა, თუ რა სახის ანტინიკოტინური პროპაგანდა მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე ყველაზე მეტად. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა: Makashvili M., Gubianuri T., Tabatadze E., Duchidze N., School pupils’ perception regarding anti-smoking propaganda Research Journal of Biology (Research and Reviews) 2016 Global impact 0.7 http://www.rroij.com/open-access/school-pupils-perception-regarding-antismoking-propaganda-a-brief-report-.pdf
- „ცალმხრივი უყურადღებობა მარცხენა ჰემისფეროს იშემიური ინსულტის დროს“ - კვლევის შედეგად დადგინდა მარცხენა ჰემისფეროს დაზიანების დროს განვითარებული ცალმხრივი სივრცითი უყურადღებობის კლინიკური თავისებურებები. სტატია გამოქვეყნდება ჟურნალში: Forntiers in Cognitive Neuropsychology (FCP).
გამოიცა სახელმძღვანელო: „ნეიროანატომია და ფიზიოლოგია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის“, ავტორი: მალხაზ მაყაშვილი, ცალკეული თავების მომზადებაში მონაწილეობენ ცენტრის სტუდენტები.
2016 წელს ცენტრმა მიიღო რუსთაველის ფონდის ორი გრანტი, რომელთა ფარგლებშიც ჩატარდა: 1. საზაფხულო სკოლა: „ადამიანის ქცევის შესწავლა ინტერდისციპლინარული მიდგომით“, 2. სამაგისტრო კვლევა: “სტრესოგენური ფაქტორების ზეგავლენა შფოთვის მქონე ადამიანებზე, ფსიქოლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური მიდგომა”.