მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რომანული ფილოლოგია

რომანული ფილოლოგია

პროგრამის დასახელება: რომანული ფილოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი რომანულ ფილოლოგიაში

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, განახლდა 2022 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

პროგრამის მიზანი

რომანული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია რომანული ფილოლოგიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება სამი რომანული ენიდან (ფრანგული, იტალიური, ესპანური) ერთ-ერთი ენის, რომანული ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის (მათ შორის პოსტკოლონიური) და კულტურის შესწავლის საფუძველზე შეძენილი სისტემური და სიღრმისეული ცოდნა, რაც განაპირობებს თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით დარგში არსებული აქტუალური საკითხების/პრობლემების კვლევას როგორც ერთი რომანული ენის ფარგლებში, ასევე შეპირისპირებით პლანში.

სწავლის შედეგები   

პროგრამის კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:

  • ავლენს  კომუნიკაციურად ორიენტირებული ენათმეცნიერების - გამონათქვამის თეორიების, არგუმენტაციის თეორიების, პრაგმატიკის, სოციოლინგვისტიკის, ტექსტის ლინგვისტიკისა და დისკურსის ანალიზის - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა და სისტემურ ცოდნას;
  • კრიტიკულად აანალიზებს  რომანული ლიტერატურის (ფრანგული და ფრანგულენოვანი/ფრანკოფონური, ესპანური და ესპანურენოვანი/ესპანოფონური, იტალიური) განვითარების ეტაპებს, ლიტერატურულ მიმდინარეობებს,  ჟანრებს ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; 
  • ავლენს სისტემურ ცოდნას თანამედროვე შედარებით და პოსტკოლონიურ ლიტერატურათმცოდნეობაში არსებული ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
  • შეუძლია სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტებისა და დისკურსების კრიტიკული შეფასება, სიღრმისეული ფილოლოგიური ანალიზი და სინთეზი;  კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენება  ლიტერატურათმცოდნეობის, ლინგვისტიკის და/ან კულტურის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების/პრობლემების შესასწავლად კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესში;
  • ფლობს ერთ-ერთ რომანულ (ფრანგულ/იტალურ/ესპანურ)  ენას C1  დონეზე;  
  • შეუძლია დამოუკიდებლად წარმართოს სწავლისა და კვლევის პროცესები, მათ შორის განსაზღვროს საკუთარი კომპეტენციების განვითარების საჭიროება, მოიძიოს და დაამუშაოს რელევანტური წყაროები/ლიტერატურა ერთ-ერთ რომანულ ენაზე;
  • კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ქმნის გამართული ფორმის, ლოგიკურად დასაბუთებულ, არსებული აკადემიური სტანდარტების შესაბამის ორიგინალურ სამაგისტრო ნაშრომს რომანული ენათმეცნიერების / ლიტერატურის / კულტურის მიმართულებით, მათ შორის შეპირისპირებით პლანში.

სწავლის მეთოდები

ლექცია; სემინარი; ანალიზი და სინთეზი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული და შერეული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა; შემთხვევის ანალიზი; როლური და სიტუაციური თამაშები; ინდუქციური და დედუქციური მეთოდები; სუპერვიზია; რეფლექსია.

დასაქმების შესაძლებლობები

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • წარმართოს მთარგმნელ-თარჯიმნის საქმიანობა;
  • ჩაერთოს საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა პროექტებში;
  • საგანმანათლებლო ორიენტაციის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემათა რედაქციებში, მუზეუმებში, სარეკლამო სააგენტოებში, სხვადასხვა პროფილის დაწესებულებების პრეს-ცენტრებში;
  • ხელოვნებისა და კულტურის დაწესებულებებში;
  • მიჰყვეს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
  • პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  1. სავალდებულო კურსები -  30 კრედიტი;
  2. სავალდებულო-არჩევითი  კურსები -  არანაკლებ 42 კრედიტი;
  3. არჩევითი კურსები -  არაუმეტეს 18 კრედიტი;
  4. სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი.

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები - თავსდება ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
ketevan.darsania@iliauni.edu.ge
natalia_nemsadze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები