რელიგიის კვლევები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: რელიგიის კვლევების მაგისტრი
პროგრამის მიზანი:
რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიზანია რელიგიის საკითხების აკადემიური შესწავლა. ის მიზნად ისახავს სტუდენტს მისცეს სისტემური ცოდნა რელიგიის, როგორც კომპლექსური საზოგადოებრივი ფენომენის, შესახებ; შეასწავლოს რელიგიური შეხედულებებისა და პრაქტიკის მრავალფეროვნება, რელიგიის აქტუალური საკითხების მეცნიერული და კრიტიკული ანალიზი.
რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ აბრაამული რელიგიების ტრადიციებს, ტექსტებს, თეოლოგიურ საკითხებს; ისინი სწავლობენ და იკვლევენ რელიგიის როგორც ადამიანთა ცხოვრების, კულტურათა მრავალფეროვნების მნიშვნელოვან ფაქტორს და რელიგიის როლს საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.
პროგრამის მიზანია სტუდენტმა იფიქროს ეგზისტენციალურ, ეთიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ამით ის შეძლებს გააანალიზოს რელიგიის როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე საკითხები კონტექსტუალურად და კრიტიკულად.
სტიპენდია:
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი აწესებს სტიპენდიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტებისთვის. სტიპენდია წესდება სამაგისტრო საფეხურზე კვლევის მოსამზადებლად თემაზე: „რელიგია საბჭოთა პერიოდის საქართველოში“. ამ ინიციატივის მიზანია რელიგიის კვლევებში ახალი ცოდნის შექმნა, რელიგიის საკითხებზე სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა.
სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
საკონტაქტო ინფორმაცია
სალომე დალაქიშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A 102
✉ salome.dalakishvili@iliauni.edu.ge