მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა 
მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა  2023-2024 წლის მიღებისთვის (წელს მისაღები გამოცდებისთვის)

ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში - დანართი 1, დანართი 2  

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება:

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. სტუდენტმა უნდა მიიღოს დადებითი შეფასება გამოცდის ოთხივე ნაწილში და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.

სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი:

კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს – ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ფსიქოლოგიის სამიდან – განათლების, კლინიკური ან სოციალური ფსიქოლოგია – ერთ-ერთი დარგის სპეციალისტი გახდება. კლინიკურ ფსიქოლოგიაში მას შეუძლია მიიღოს ვიწრო ქვესპეციალობა ბავშვთა ან ზრდასრულთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ დარგების როგორც თეორიული საკითხები, ისე კვლევის მეთოდები, რომელთა დახმარებით მოამზადებენ სამაგისტრო ნაშრომს.

პროგრამის კურსდამთავრებულს

სოციალური ფსიქოლოგია:

 კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს სიღრმისეულ და სისტემურ ცოდნას სოციალური ფსიქოლოგიის დარგში არსებული თანამედროვე აქტუალური საკითხების/გამოწვევების შესახებ;
  2.  შეუძლია ჯგუფის/ორგანიზაციის შესაბამისი სირთულის შეფასებისა და ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება რელევანტური თეორიებისა და მიდგომების გამოყენებით; 
  3. შერჩეული მიმართულებით შეუძლია განსაზღვროს საკვლევი კითხვა/პრობლემა ან/და ჰიპოთეზა, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა  თანამედროვე  კვლევის მეთოდების გამოყენებით;
  4. შეუძლია კვლევითი და/ან პრაქტიკული საქმიანობისას დარგში არსებული  ეთიკის ნორმების დაცვა;
  5. ავლენს წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებს, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და  იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებს პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში;
  6. შეუძლია საკუთარი საქმიანობის ეფექტური შეფასება და მონიტორინგი თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის გამოყენებით და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

განათლების ფსიქოლოგია:

  კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს სიღრმისეულ და სისტემურ ცოდნას განათლებისა და სკოლის ფსიქოლოგიის დარგში არსებული თანამედროვე აქტუალური საკითხების/გამოწვევების შესახებ;
  2. შეუძლია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სირთულეების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა ტიპის შეფასებისა და ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება რელევანტური თეორიებისა და მიდგომების გამოყენებით; 
  3. შეუძლია განსაზღვროს საკვლევი კითხვა/პრობლემა ან/და ჰიპოთეზა, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა  თანამედროვე  კვლევის მეთოდების გამოყენებით;
  4. შეუძლია კვლევითი და/ან პრაქტიკული საქმიანობისას დარგში არსებული  ეთიკის ნორმების დაცვა;
  5. ავლენს წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებს, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და  იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებს პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში;
  6. შეუძლია საკუთარი საქმიანობის ეფექტური შეფასება და მონიტორინგი თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის გამოყენებით და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

კლინიკური ფსიქოლოგია:

 კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს სიღრმისეულ და სისტემურ ცოდნას კლინიკური ფსიქოლოგიის დარგში არსებული თანამედროვე აქტუალური საკითხების/გამოწვევების შესახებ;
  2. შეუძლია არჩეული კონცენტრაციის (ბავშვთა/ზრდასრულთა) ფარგლებში შესაბამისი შეფასებებისა და ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება რელევანტური თეორიებისა და მიდგომების გამოყენებით; 
  3. შერჩეული მიმართულებით შეუძლია განსაზღვროს საკვლევი კითხვა/პრობლემა ან/და ჰიპოთეზა, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა  თანამედროვე  კვლევის მეთოდების გამოყენებით;
  4. შეუძლია კვლევითი და/ან პრაქტიკული საქმიანობისას დარგში არსებული  ეთიკის ნორმების დაცვა;
  5. ავლენს წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებს, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და  იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებს პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში;
  6. შეუძლია საკუთარი საქმიანობის ეფექტური შეფასება და მონიტორინგი თვითრეფლექსიისა და თვითრეგულაციის გამოყენებით და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 



საკონტაქტო ინფორმაცია
ანუკი ჯიქიძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201
ტელ.: +995 32 222 00 09 (294)
✉: anuki.jikidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები