მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს დასრულდა მუშაობა „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივ ნაშრომზე „მასალები ძვ.წ. V-I სს-ის კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის“. მონოგრაფიის შექმნაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები (დიმიტრი ახვლედიანი, მიხეილ ელაშვილი), სტუდენტები (გიორგი კირკიტაძე, გიორგი ასათიანი) და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი (სულხან ხარაბაძე). მონოგრაფია დასამტკიცებლად გადაეცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურს.

2016 წელს დაიწყო მუშაობა მონოგრაფიაზე „მასალები ახ.წ. I-VI სს-ის ლაზიკის არქეოლოგიური რუკისათვის“. ნაშრომის ავტორები იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დიმიტრი ახვლედიანი, მაია ჩარკვიანი, მიხეილ ელაშვილი; სტუდენტები: გიორგი კირკიტაძე, ნინო სახოკია; საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ნიკოლოზ მურღულია.

2017 წელს გამოქვეყნდა მონოგრაფია: „მასალები ძვ.წ. V-I საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის“, რომლის ავტორებიც არიან: დ. ახვლედიანი, მ. ელაშვილი, გ. კირკიტაძე, ს. ხარაბაძე და გ. ასათიანი.

ამჟამად ცენტრის წევრების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ორ მონოგრაფიაზე:

  1. „მასალები ძვ.წ. XV-VI საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის“
  2. „მასალები ახ.წ. I-IV საუკუნეების კოლხეთის არქეოლოგიური რუკისათვის“.

 

ბანერები