მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

საქართველოში კანონიკური სამართლის მეცნიერების თეორიული საფუძვლები, შესაბამისი ნორმატიული აქტები და მათი მოქმედება პრაქტიკაში წარმოადგენს საკვლევ საკითხთა იმ ფართო წრეს, რომლის შესწავლას არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. დღემდე ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებასა და თვით საეკლესიო პრაქტიკაში იგრძნობა ქართული ორიგინალური თუ ნათარგმნი კანონიკურ-სამართლებრივი დოკუმენტების აკადემიურად შესწავლის აუცილებლობა. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: როგორ და რა სიზუსტით ფუნქციონირებდა საეკლესიო სამართლებრივი ნორმები საქართველოში? რა მიმართება ჰქონდა და აქვს მას სამოქალაქო სამართალთან? ძირითადად რომელი კანონიკური კრებულებით ხელმძღვანელობდა ეკლესია? მოქმედებს თუ არა საეკლესიო/კანონიკური სამართალი ამჟამადაც და აქვს თუ არა მას ძველი ფუნქცია არსობრივად და რეალურად? რა სახის ცვლილებები შეიძლება განიცადოს კანონიკურმა ნორმებმა? და ა.შ.
კანონიკური სამართლის ცენტრის შექმნის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი კანონიკური სამართლის ნორმების, მათი რაობის, საზრისის, გენეზისის, და კლასიფიკაციის ანალიზი და, მეორე მხრივ, იმის გარკვევა, თუ რა ადგილი აქვს ამ ერთეულს ეკლესიის ცხოვრებასა და მის უკეთესად ფუნქციონირებაში. ასევე, აქვს თუ არა სოციო-პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი კანონიკური სამართლის საკითხების შესწავლას? და რაც მთავარია, ცენტრის მიზანია ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგის შესწავლა და განვითარება როგორიც არის საეკლესიო კანონიკა.

ბანერები