მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები

ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა

მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2024-2025 წლის მიღებისთვის (წელს მისაღები გამოცდებისთვის)

საკითხავი მასალა 2

ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში - დანართი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ლექსიკოგრაფიის მაგისტრი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასევე კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B2) და მისი დარგობრივი ცოდნა.

პროგრამის მიზანი:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადოს  ლექსიკოგრაფი, რომელიც დარგობრივი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეძლებს სიტყვის მნიშვნელობის კვლევას, სალექსიკონო სიტყვა-სტატიის შესაქმნელად საჭირო მონაცემების მოძიებას, დამუშავებას და გარდაქმნას სალექსიკონო სიტყვა-სტატიად თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით; დამოუკიდებლად შეძლებს კვლევის განხორციელებას თეორიული ლექსიკოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით ქართული ლექსიკოგრაფიის აქტუალური ამოცანების ეფექტურად გადაჭრის მიზნით და იქნება კონკურენტუნარიანი კადრი პროფესიულ საქმიანობაში.

პროგრამა და მასში მონაწილე აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს „ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის” (EMLEX, European Master in Lexicography) საერთაშორისო კონსორციუმთან (https://www.emlex.phil.fau.eu).

დასაქმების სფეროები:

  • ლექსიკოგრაფიული პროფილის სამეცნიერო ცენტრები ან ინსტიტუციები;
  • როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, სადაც არის ტერმინოლოგიური და მთარგმნელობითი მუშაობის საჭიროება;
  • ბეჭდური და ელექტრონული გამომცემლობების სფეროები;
  • ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალისტიკის სფეროი;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელენე კიკალიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
✉:elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები