მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავსტრიული ბიბლიოთეკა

ავსტრიული ბიბლიოთეკა

თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა 2000 წლის 2 მაისს გაიხსნა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

ბიბლიოთეკა შედის ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის შემადგენლობაში.

ავსტრიული ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი მოიცავს დაახლოებით 7600 წიგნსა და 400-მდე აუდიო-ვიდეო ერთეულს, ასევე ავსტრიულ და ქართულ პერიოდულ გამოცემებს. ფონდში მცირე რაოდენობით არის ინგლისურენოვანი ლიტერატურაც ავსტრიული თემატიკით, ასევე, შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის გერმანულენოვანი წიგნები.

ავსტრიულ ბიბლიოთეკას 2013 წელს შეემატა ავსტრიული ლიტერატურის ქართული თარგმანების ფონდი, რომლის შევსება ილიაუნის ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით ხდება.

ავსტრიული ბიბლიოთეკის გერმანულენოვანი ფონდის შევსება-განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ავსტრიული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მომსახურება უფასოა. ფონდით სარგებლობის წესი განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სტანდარტის შესაბამისად (http://library.iliauni.edu.ge/standartebi/ ).

თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიბლიოთეკაა მსოფლიოში არსებულ 65 ავსტრიულ ბიბლიოთეკას შორის. ყოველწლიური საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ის მუდმივად ინარჩუნებს ადგილს რეიტინგული სიის პირველ ხუთეულში.

 

 

ბანერები