მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ პალეოურბანისტულ ლაბორატორიაში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

1. მოეწყო სურიუმის არქეოლოგიური ექსპედიცია;

ექსპედიციის შესახებ ანგარიში დაიბეჭდება ჰუმანიტარულ კვლევით ჟურნალ ,,კადმოსში“.

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა გურამ ყიფიანმა პლენარულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება: „ჩამხუსისა და მოხრანისის ტეტრაკონქები – არქიტექტორთა გეომეტრიული აზროვნება“.

მოხსენება იბეჭდება.

3. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალ „კადმოსში“ – ,,ძველი სამყაროს არქიტექტურული ლექსიკონი და ცნობარი“, განიმარტა 31 ტერმინი.
4. მაგისტრანტებთან ერთად მოეწყო სადაზვერვო ექსპედიცია ზემო რაჭაში, სოფელ ქრისტესიში, ურბანული განაშენიანების ძიების მიზნით.
5. მაგისტრანტებთან ერთად მოეწყო გასვლითი ექსპედიცია ვარძიაში. ექსპედიციის თემა იყო „კლდოვანი ქალაქები“.
6. ჩატარდა ნაზარლების ქართულ-გერმანული ექსპედიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალეს უნივერსიტეტის მონაწილეობით; ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გურამ ყიფიანი, როგორც ძველი სამყაროს ქალაქთა კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი და ექსპედიციის მონაწილე, გახდა ექსპედიციის ანგარიშის თანაავტორი.
7. ამჟამად ლაბორატორიაში მიმდინარეობს მუშაობა არქიტექტურულ ლექსიკონზე.

ბანერები