მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქეოლოგია

არქეოლოგია

პროგრამის დასახელება: არქეოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის მაგისტრი

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, განახლდა 2022 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ საქართველოს არქეოლოგიის (საქართველოს არქეოლოგია განიხილება უძველესი დროიდან შუა საუკუნეების ჩათვლით), მსოფლიოს არქეოლოგიისა და არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგია და აქტუალური პროცესები; საქართველოს არქეოლოგიის ცალკეული პერიოდების დინამიკისა და მისი მომიჯნავე დარგების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) ურთიერთკავშირის შესახებ მულტიდისციპლინური კვლევების წარმოებისა და საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ეფექტური საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას.

პროგრამის მიზანი

არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი არქეოლოგიის დარგში, რომელსაც ექნება:

  • კომპლექსური თეორიული ცოდნა კავკასიის რეგიონის არქეოლოგიასთან დაკავშირებით;
  • კავკასიის რეგიონის წარსულთან დაკავშირებული ორიგინალური საკვლევი კითხვის განსაზღვრის, არქეოლოგიური კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებისა და მისი შედეგების გაზიარების უნარი;
  • ველზე და ლაბორატორიაში მუშაობის, არქეოლოგიური მასალის შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • პროფესიული და კვლევის ეთიკის პრინციპის დაცვის უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს კავკასიის რეგიონის არქეოლოგიასა და სავალდებულო საველე პრაქტიკას.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს სისტემურ ცოდნას თანამედროვე და ძველი მსოფლიო არქეოლოგიის განვითარების დინამიკისა (პრეისტორიული და ისტორიული ხანა) და ტენდენციების შესახებ;
  2. შეუძლია განსაზღვროს, როგორ აისახება კავკასიაში მიმდინარე კულტურულ-ისტორიული პროცესები გარე სამყაროს არქეოლოგიურ ძეგლებსა და, ზოგადად, მატერიალურ კულტურაზე;
  3. ავლენს სიღრმისეულ ცოდნას არქეოლოგიის მეცნიერების წინაშე მდგარი უახლოესი გამოწვევების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის ხერხების შესახებ;
  4. კავკასიის რეგიონის წარსულის შესახებ არსებული ცოდნის გაფართოების ან მისი ახლებური ინტერპრეტაციისთვის შეუძლია არქეოლოგიური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და კვლევითი სამუშაოს განხორციელება ყველა არსებულ პირობებში (საველე, ლაბორატორიული, კამერალური), სადაც იყენებს არქეოლოგიური მასალის მოპოვებისა და შესწავლის თანამედროვე მეთოდებს( GIS, ArcMap);
  5. აქვს არქეოლოგიური მეთოდებით მოპოვებული მატერიალური კულტურის ნაშთების/მასალის ინტერპრეტაციის უნარი ისტორიული, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით;
  6. შეუძლია აწარმოოს კვლევითი საქმიანობა არქეოლოგიური ეთიკის დამკვიდრებული ნორმებისა და სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  7. შეუძლია წერილობით და ზეპირად საკუთარი კვლევის შედეგების/მიგნებების წარდგენა აკადემიური და ფართო საზოგადოების წინაშე მკაფიოდ და კომპეტენტურად, აკადემიური კომუნიკაციის სტანდარტებისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით;
  8. შეუძლია იმოქმედოს ავტონომიურად სწავლისა და კვლევის პროცესში და გამოავლინოს საკუთარი მეცნიერული ხედვა და დამოკიდებულება (scientific attitude).

სწავლის მეთოდები

ლექცია, სემინარი, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, ანალიზი და სინთეზი, პრაქტიკული მეთოდი (საველე სამუშაოები და ლაბორატორიული), დისკუსია / დებატები, დემონსტრირების მეთოდი, პირველწყაროებზე (წერილობითი და ნივთიერი) მუშაობის მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა

დასაქმების შესაძლებლობები

  • კულტურის სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები;
  • კერძო და სახელმწიფო მუზეუმები და გალერეები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  1. არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 (ECTS) კრედიტს: სავალდებულო კურსები – კოდით – ARCHARCHGEN-66 კრედიტი;
  2. სავალდებულო-არჩევითი კურსები – ARCHARCH-30 კრედიტი;
  3. არჩევითი კურსები – ARCHARCH-6 კრედიტი.
  4. სამაგისტრო ნაშრომი – ARCHARCHGEN-18 კრედიტი.

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები ყოველწლიურად ქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
natia.burjanadze@iliauni.edu.ge
zviad.darchiashvili@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები