მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2020-2021
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
შენიშვნა: ზეპირი გამოცდის/ტესტირების/ესეს/სამოტივაციო წერილის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები, გარდა სამი პროგრამისა, ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით. იმ პროგრამებს, რომლებიც ადგილზე, უნივერსიტეტში, ჩაატარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს დამატებით შენიშვნის სახით აქვთ ინფორმაცია მითითებული.
_____________________________________________________________________________
მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები
- უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ანგლისტიკის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა - რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესეი
- შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ძირითად და მეორე უცხოურ ენაში
შენიშვნა: გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, დამატებითი ინფორმაცია დაიდება 29 აგვისტომდე.
- გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- ფილოსოფია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: სამოტივაციო წერილი, ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: ფილოსოფიის სამაგისტრო მიღებაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ სამოტივაციო წერილი.
- შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).
- არქეოლოგია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- თანამედროვე საქართველოს ისტორია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში , ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო ესე (400-სიტყვიანი).
ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, ზეპირი გამოცდა გაიმართება დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება 29 აგვისტომდე.
_____________________________________________________________________________
მიმართულება: ხელოვნება
- სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე.
_____________________________________________________________________________
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
- ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა (მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი, ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუშები: დანართი1, დანართი 2)
შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა Moodle-ის გამოყენებით. გთხოვთ, რეგისტრაციის დროს გამოიყენოთ აქტიური ელ.ფოსტა. კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისa და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი სხვა სფეროშიც.
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).
- პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- ადიქციის კვლევები - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა/განაცხადი შეფასების კრიტერიუმები
განაცხადის ფორმა (ადიქციის კვლევების პროგრამის მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა ჩამოტვირთონ მოცემული განაცხადის ფორმა, შეავსონ და რეგისტრაციისას ატვირთონ სარეგისტრაციო ბმულზე სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად)
- სოციოლოგია - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
- რელიგიის კვლევები - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).
რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და გადმოაგზავნონ 2020 წლის 7 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: salome.gavashelishvili.1@iliauni.edu.ge
- სოციალური სამუშაო – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV). გაითვალისწინეთ: CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული 2 რეკომენდატორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.
_____________________________________________________________________________
მიმართულება: ჯანდაცვა
- ფსიქიკური ჯანმრთელობა - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანიდატებმა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი/დოკუმენტები (არ არის სავალდებულო აპლიკანტს 2-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში).
_____________________________________________________________________________
რეგისტრაცია
პროცედურები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა გააკეთონ ელექტორნული განაცხადი 2020 წლის 14 აგვისტოდან 28 აგვისტოს 00:00 საათამდე
რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლიან.
ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტროის კანდიდატი.
ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.
_____________________________________________________________________________
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2020 წლის 31 აგვისტოდან 2020 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით;
დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით - არაუგვიანეს 29 აგვისტოსი;
შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2020 წლის 10 სექტემბერს.
_____________________________________________________________________________
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გადმოაგზავნოს 2020 წლის 11 სექტემბერს,10:00 საათიდან 00:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ)
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2020 წლის 14-15 სექტემბერს.
პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 12 სექტემბერს.
_____________________________________________________________________________
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 17 სექტემბერს.
_____________________________________________________________________________
ხელშეკრულებების გაფორმება
ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2020 წლის 18 სექტემბრიდან 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)
ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 და 19 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 21 და 22 სექტემბერს.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესე.):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
_____________________________________________________________________________
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დეკანის ბრძანება - ცვლილების შეტანა
_____________________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნანი მანველიშვილი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: nani.manvelishvili@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების
ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge