მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადიქციის კვლევები

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ადიქციის კვლევების მაგისტრი

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა და განაცხადის ფორმა.

სწავლის საფასური: სწავლის წლიური საფასური პროგრამაზე შეადგენს 2250 ლარს.

პროგრამის აღწერა
ადიქტოლოგია - მეცნიერება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე (ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე , თამბაქოზე, საკვებზე, ინტერნეტზე, აზარტულ თამაშებზე და სხვა) - თანამედროვე, მზარდი, და აქტუალური დარგია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ადიქციის კვლევების/ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ჩეხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.

პროგრამა მოქმედებს 2015 წლიდან და უკვე ჰყავს სამი გამოშვება. კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში, ადიქციის მკურნალობის სხვადასხვა სერვისში (მათ შორის - მოზარდებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და აზარტული თამაშის პრვენეციის მულტიდისციპლინურ სერვისში „კლუბი სინერგია“), კვლევით ორგანიზაციებში (მათ შორის დამოკიდებულებების კვლევის ცენტრში „ალტერნატივა ჯორჯია“) და ა.შ.

მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე  ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები, რომლებიც  შეძლებენ, უპასუხონ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებასთან და სხვა დამოკიდებულებებთან  დაკავშირებულ გამოწვევებს და იმუშაონ შემდეგ საკითხებზე:  ადიქციის დარგში კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, ნარკოვითარების  მონიტორინგი, ნარკოპოლიტიკისა და ნარკოსრატეგიის განსაზღვრა, ადიქტოლოგიური სერვისის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება) დაგეგმარება და მართვა.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს:

  • წამალდამოკიდებულებისა და ზიანის შემცირების ცენტრებში;
  • ადიქციის კვლევით პროექტებში და სერვისების მიწოდების პროგრამებში;
  • საჯარო, აკადემიური და არასამთავრო სექტორის დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების, ნარკოვითარების მონიტორინგის, ნარკოპოლიტიკის/სტრატეგიისა და კოორდინაციის,ნარკოლოგიური მკურნალობის/რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების დარგებში;
  • განათლების, თავდაცვის, სასჯელაღსრულების სისტემების პრევენციული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სამსახურებში;
  • სამართალდამცავი სისტემის ანალიტიკურ სამსახურებში;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ზრუნვისა და დაცვის სამსახურებში.

პროგრამა უზრუნველყოფს მაგისტრანტების მონაწილეობას ადიქციის კვლევით ქართულ -ევროპულ და ქართულ-ამერიკულ პროექტებში.

 ინფორმაციის განახლების თარიღი:  22 ივლისი, 2018


საკონტაქტო ინფორმაცია

ანუკი ჯიქიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
✉: anuki.jikidze@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A201

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები