მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

ცენტრის მიზნები და საქმიანობა

PPRTC-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე, დაარსებიდან დღემდე PPRTC-მა არაერთი ტრენინგ-მოდული შეიმუშავა, რომელიც საჯარო თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადებული მოდულები მიმართულია ცოდნის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწისაკენ სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში. მათ შორისაა:

  • საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
  •  საჯარო პოლიტიკის ანალიზი
  •  რეგულირების გავლენის ანალიზი: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
  •  მოლაპარაკებების ხელოვნება
  •  რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და პროგრამული უზრუნველყოფა (SPSS)
  •  ვებგვერდების კონტენტ-ანალიზი

როგორც მოკლევადიანი (2-5 სამუშაო დღე), ასევე გრძელვადიანი (1-3 თვე) ტრენინგ-მოდულები მორგებულია აუდიტორიის მოთხოვნებსა და სპეციფიკაზე. გრძელვადიანი ტრენინგები სერტიფიცირებულია და მისი გავლის შემთხვევაში, მონაწილეები იღებენ აკადემიურ კრედიტებს.

სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში, რაც უზრუნველყოფს ინსტრუქტორის მხრიდან თითოეული მონაწილისადმი მაქსიმალურ ინდივიდუალურ ყურადღებას. 2014 წლის თებერვლიდან ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა პირმა, რომელთა შორის, ძირითადად, არიან საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მკვლევრები.

ბანერები