ცენტრის მიზნები და საქმიანობა
- დასავლური სამეცნიერო გამოცდილების აკუმულირება/გამოყენება და ახალი თეორიული პარადიგმების შემუშავება საქართველოში და რეგიონში მეხსიერების კვლევების განვითარების მიზნით;
- კავკასიის და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მეხსიერების სფეროს მკვლევრებთან და სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- მეხსიერების კვლევების პრობლემატიკის იმპლემენტაცია სასწავლო პროცესში;
- სასწავლო კურსებისა და პროგრამების შექმნა მომიჯნავე დარგებში (ისტორია, სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკური მეცნიერებები, კულტურის კვლევები).
მიმართულებები:
- მეხსიერების კვლევების დარგში ფუნდამენტური კვლევების წარმოება;
- რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციების, ვორკშოპების, მრგვალი მაგიდების, შეხვედრების ორგანიზება;
- საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობა.