მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი

ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წლიდან ფუნქციონირებს  გერმანული ენის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 53 ქვეყანაში მოქმედ 393 ავსტრიულ საგამოცდო ცენტრს შორის.  (http://www.osd.at/default.aspx?SIid=64&LAid=1)

თბილისის ÖSD-საგამოცდო ცენტრი ვენის ცენტრალურ ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ატარებს გამოცდებს ყველა ენობრივ საფეხურზე და გასცემს გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უვადო დიპლომებს.

ÖSD-გამოცდები სრულად პასუხობს  „ენათა შესახებ რეკომენდაციების საერთო ევროპული ჩარჩოს/GER“ მოთხოვნებს და შესაბამისი დიპლომები აღიარებულია ყველა გერმანულენოვანი ქვეყნის მიერ, როგორც გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის წარდგენაც ითვალისწინებს ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიისა და სამხრეთ ტიროლის (იტალია) საუნივერსიტეტო (http://www.osd.at/default.aspx?SIid=34&LAid=1)  და სავიზო  (http://www.tiflis.diplo.de/contentblob/1629070/Daten/4536932/DD_Merkblatt_Familienzusamenfhrung.pdf ) მოთხოვნებს ამ ქვეყნებში  სწავლის გაგრძელების, სამუშაოდ ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთათვის. 

ÖSD-საგამოცდო ცენტრი,  თავისი სტატუსით (სერტიფიკატის აღიარებადობით), თანაბარია გერმანულ გოეთეს ინსტიტუტთან. წარმატებით ჩატარებული სალიცენზიო ტესტირების საფუძველზე და წლების განმავლობაში მოპოვებული მაღალი რეპუტაციის გათვალისწინებით, 2016 წელს ვენის ცენტრალურმა ოფისმა ÖSD-საგამოცდო ცენტრს გაუფორმა  ხუთწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც ცენტრს უფლებას ანიჭებს, ჩაატაროს არამარტო ადგილობრივი, არამედ გასვლითი გამოცდები, საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულებაში შენარჩუნებულია საგადასახადო შეღავათები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

ილიაუნის ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი ემსახურება ყველა დაინტერესებულ პირს და სთავაზობს მათ არა მარტო დაბალ საგამოცდო ტარიფს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის დაწესებულია დამატებითი შეღავათები!),  არამედ სწრაფ და მოქნილ სარეგისტრაციო და საინფორმაციო სერვისებს.

საგამოცდო ცენტრი ატარებს ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებს, თუმცა, მათი გავლა გამოცდაზე დაშვების წინაპირობას არ წარმოადგენს.

გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ, აპრილსა და ნოემბერში.

 

 

ბანერები