მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება

გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: გერმანიისმცოდნეობის მაგისტრი 

შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის პირობები და შეფასების სისტემა:

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

  • ტესტი  წერილობითი გამოცდა გერმანულ ენაში; (ტესტის ნიმუში)
  • ზეპირი გამოცდა (გერმანულ ენაზე)

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავდა 2022 წელს, და ალრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

გერმანიის კვლევები ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს გერმანიასთან დაკავშირებულ საკითხებს გერმანიის იტორიულ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური წყობიდან. შეასწავლის გერმანიის ლიტერატურასა და ფილოსოფიას, გერმანული ენათმეცნიერებისა და თარგმანის საკითხებს, გერმანულს ენას მაღალ დონეზე.

პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა პრაქტიკა გაიაროს გერმანულ ორგანიზაციაში.

პროგრამის მიზანი

გერმანიის კვლევები გერმანიასთან დაკავშირებული ახალი ტიპის, მულტი- და ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამაა, რომლის  მისია არის გერმანიისა და საქართველოს სოციალურ-კულტურული ურთიერთდაახლოების ხელშეწყობა ამ ორი ქვეყნის კავშირებისა და   ურთიერთობების შესწავლისა და კვლევის საფუძველზე.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები გერმანიის კვლევების დარგში, რომლებიც კვლევის თანამედროვე მეთოდებისა  და   გერმანიის და მისი კონტექსტის (კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება) შესახებ კომპლექსური და ინტერდისციპლინური ცოდნის საფუძველზე შეძლებენ შეისწავლონ საქართველოში შემორჩენილი გერმანულენოვანი დოკუმენტები და არტეფაქტები და გერმანულ-ქართული ინტერკულტურული ლიტერატურა და კონტაქტების ამსახველი წყაროები  . გერმანიისა და საქართველოს სოციალურ-კულტურულ ურთიერთმიმართებათა საკვლევად.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს და მიმართულებებს, როგორიცაა გერმანიის პოლიტიკა და საზოგადოება (გერმანიის ისტორია, პოლიტიკა, ეკონომიკა ევროპულ კონტექსტში), გერმანული კულტურა (ლიტერატურა, ფილოსოფია), გერმანული დარგობრივი ენა და თარგმანმცოდნეობა (ლინგვისტიკა, ლიტერატურული და დარგობრივი თარგმანის საკითხები).

სწავლის შედეგები   

კურსდამთავრებულს აქვს / შეუძლია

  1. გაანალიზოს გერმანიის კულტურის (ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნების) და საზოგადოების განვითარების ისტორიული დინამიკა და აქტუალური ტენდენციები;
  2. შეაფასოს გერმანიის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები და განსაზღვროს ქვეყნის ადგილი გლობალურ კონტექსტში; 
  3. გამოიყენოს სოციალურსა და კულტურის მეცნიერებებში დამკვიდრებული ახალი მეთოდები და მიდგომები, ან საჭიროების შემთხვევაში, შემოქმედებითად და ორიგინალურად განახორციელოს მათი სინთეზი გერმანიის კვლევების სფეროში აქტუალური ინტერდისციპლინური ამოცანების დამოუკიდებლად შესწავლისთვის;
  4. კრიტიკულად გააანალიზოს და შეაფასოს გერმანულენოვანი პირველადი (ლიტერატურული, ისტორიული, საკანონმდებლო, პოლიტიკური, ფილოსოფიური, აუდიო-ვიზუალური, ზეპირი) წყაროები როგორც გერმანული კულტურის მედიები და დამხმარე (სამეცნიერო) ლიტერატურაზე დაყრდნობით განახორციელოს მოძიებული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
  5. წარუდგინოს თავისი კვლევის შედეგები აკადემიურსა და პროფესიულ საზოგადოებას თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებითა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით; 
  6. გამოიყენოს გერმანული ენა პროფესიულ დონეზე: შეუძლია გერმანულ ენაზე დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო ტექსტების წაკითხვა და დამუშავება. გერმანულ ენაზე  ზეპირი და წერილობითი კომუინიკაციის წარმართვა;
  7. კულტურათშორისი გარემოს მართვა და მასში ადაპტაცია კულტურათშორისი კომუნიკაციის სტრატეგიული მიდგომების გამოყენებითა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასებით; 
  8. შეაფასოს გერმანიის კვლევების მიმართულებით დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების მიღების საჭიროება და დამოუკიდებლად დაგეგმოს სასწავლო პროცესი თავისი საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად.

სწავლის მეთოდები

ლექცია და სემინარი, პრაქტიკული მეთოდი; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ანალიზი და სინთეზი; შემთხვევის ანალიზი; თანამშრომლობითი სწავლა / გუნდური მუშაობა; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; პროექტზე დაფუძნებული სწავლება; ელექტრონული და შერეული სწავლა; აქტიური სწავლა; შეტრიალებული გაკვეთილი; სუპერვიზია; რეფლექსია.

სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდიც, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • შესაბამისი პროფილის საერთაშორისო  ორგანიზაციებში (მაგ.: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ფონდები, GIZ და ა.შ.);
  • ტურისტულ სფეროში;
  • მასობრივ მედიაში (მაგ.: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები);
  • საგამომცემლო საქმეში (მაგ.: რედაქციები, გამომცემლობები...);
  • მთარგმნელობით საქმეში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში (მაგ.: საელჩოები, საკონსულოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის სააგენტო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში...)
  • განათლების სფეროში (გოეთეს ინსტიტუტი)

კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

გერმანიისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

პროგრამის სტრუქტურა მოქნილია და მიმართულია სხვადასხვაგვარი წინარეცოდნის, მონაცემების, ინტერესებისა და საჭიროების მქონე სტუდენტთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამისთვის იგი მოიცავს ოთხ სავალდებულო და ერთ არჩევით ბლოკს:

  1. სავალდებულო ბლოკი: კვლევის მეთოდები - არანაკლებ 18 კრედიტი;
  2. სავალდებულო ბლოკი: კულტურათშორისი და დარგობრივი კომუნიკაცია - არანაკლებ 18 კრედიტი;
  3. სავალდებულო ბლოკი: გერმანული პოლიტიკა და საზოგადოება - არანაკლებ 18 კრედიტი;
  4. სავალდებულო ბლოკი  : გერმანული კულტურა - არანაკლებ 18 კრედიტი;
  5. არჩევითი ბლოკი: ევროპული კონტექსტი - არაუმეტეს 18 კრედიტი

არჩევით ბლოკში  შეთავაზებული კურსების მაგივრად სტუდენტს შეუძლია, დამატებით აირჩიოს კურსები ერთ-ერთი ან რამდენიმე სავალდებულო ბლოკიდან.

პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი ვალდებულია, მაგისტრატურაში სწავლის უკანასკნელ სემესტრში დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი (30 კრედიტი).

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები -თავსდება ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
natalia_nemsadze@iliauni.edu.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები