სოციოლოგია
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის მაგისტრი
მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხები და მასალა
ინგლისურენოვანი დარგობრივი ტექსტის ნიმუში 1, ნიმუში 2, ნიმუში 3
მოკლე აღწერა:
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს სოციოლოგიური თეორიების სიღრმისეული ცოდნა და მათი კრიტიკული გაანალიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; მოამზადოს სოციოლოგიის სფეროში მკვლევართა ახალი თაობა, რომელსაც ექნება დარგის (როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი სოციოლოგიის მიმართულებით) ღრმა და სისტემური ცოდნა. ასევე, აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია, განუვითაროს სტუდენტს ისეთი უნარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მას, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ჰიპოთეზა, დაისახოს ამოცანა, დაგეგმოს და ჩაატაროს კვლევა, შეძლოს კვლევისთვის რელევანტური ლიტერატურის მიმოხილვა/გაანალიზება და კვლევის შედეგის დემონსტრირება/პრეზენტაცია, წარმართოს და სტრატეგიულად დაგეგმოს სწავლისა და კვლევის გაგრძელების შემდგომი ეტაპი, გაუზიაროს სხვას მიღებული ცოდნა.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის მიზანია, აღზარდოს დარგის პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას კონკურენტუნარიან გარემოში როგორც უშუალოდ სოციოლოგიის, ასევე მომიჯნავე დარგებში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ; აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს მათ, ინტეგრირდნენ თანამედროვე საერთაშორისო აკადემიურ და პრაქტიკულ სივრცეში.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
- იმუშაოს აკადემიურ დაწესებულებებში;
- იმუშაოს სოციოლოგიური კვლევის მარკეტინგულ ცენტრებში მკვლევრად;
- იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში;
- იმუშაოს მედიაში;
- იმუშაოს საზოგადოებრივ და ბიზნესის სექტორში;
- იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუთი მაღლაკელიძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201
ტელ.: +995 32 222 00 09 (128)
✉ tuti.maglakelidze@iliauni.edu.ge