მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) 2013 წელს USAID-ის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკის კვლევის განვითარებას საქართველოში კვლევითი პერსონალისა და საჯარო მოხელეების შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური კვლევებისა და მაღალკვალიფიციური მოკლევადიანი მიზნობრივი სატრენინგო კურსების უზრუნველყოფით.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის მიზანია:

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევა, ანგარიშის მომზადება და გამოცემა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ანგარიშის შესახებ საჯარო დისკუსიის ორგანიზება ყველა რელევანტური მხარის მონაწილეობით;
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მოკლევადიანი სატრენინგო კურსების განხორციელება საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;
ბანერები