მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ნიდერლანდური ენის კონფერენციებში და წარჩინებული  სტუდენტები ყოველ ზაფხულს მიემგზავრებიან ფლანდრიაში - ბელგიის ნიდერლანდურენოვან მხარეში.

  • 2016 წლის 14 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ნიდერლანდები და ფლანდრია მომავალი თაობებისათვის: ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჩამოყალიბება“, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის სამმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო ესეს კონკურსშიც, რომელშიც პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
  • 2016 წლის ივლის-აგვისტოში ნიდერლანდისტიკის სამი სტუდენტი იმყოფებოდა ბელგიაში. ორი სტუდენტი, ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსეს“ დაფინანსებით, სამი კვირით იმყოფებოდა ქ. ბრუგესა და ოოსტენდეში, რაც უამრავ კულტურულ აქტივობასა და სტაჟირებას მოიცავდა, ხოლო ერთი სტუდენტი - „ნიდერლანდური ენის კავშირის“ დაფინანსებით, გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსებზე.
  • 2016 წლის 20-22 ოქტომბერს  ცენტრის ნიდერლანდური ენის მასწავლებელმა, ნინო ფხაკაძემ, მინსკის ლინგვისტურ უნივერსიტეტში „ნიდელანდური ენის კავშირის“ დაფინანსებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

ბანერები