მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბიბლიოთეკა შეივსო 2013 წლის მაისში, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის და ამერიკის ფსიქოანალიტიკოსთან საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის პროფ. მ. სეფშინის პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა (და ვაშინგტონიდან ჩამოვიდა) ილიაუნის ფჯ ცენტრს;  ამჟამად ბიბლიოთეკა შევსებულია ახალი წიგნებითა და ჟურნალებით და ემსახურება როგორც სტუდენტებს, ასევე ფჯ დარგის სპეციალისტებს.

2011 წლიდან დღემდე ფჯ ცენტრი მასპინძლობდა ისეთ ექსპერტებს, როგორებიცაა:

  • ბენედეტო სარაჩენო - ლისაბონის და ჟენევის უნივერსიტეტების პროფესორი;
  • გრეჰემ თორნიკროფტი - ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის პროფესორი;
  • მირანდა ოლფი - ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ბერთოლდ გერსონსი - ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი;
  • ქრისტიან პროსი - ბერლინის ჩარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ჯონათან ბისონი - კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • კარინ სპარრინგ ბოირკსტენი - სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორი;
  • პროფ. დევიდ მაკდაიდი - ლონდონის ეკონომიკური სკოლა;
  • მარკ ვან ომერენი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექპერტი (ჟენევა);
  • პროფ. ბორის დროზდეკი - კოპენჰაგენის ფ/ს რეაბილიტაციის ცენტრი.

მათ მიერ ჩატარებული ლექციები, ვორქშოფები და სემინარები უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და სტუდენტებს და ფჯ-დარგის პროფესიონალებს თანამედროვე მიდგომების ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.

2012 წლის შემოდგომიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ფჯ-ცენტრის ღონისძიებებში.

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ეგიდით, 2013 წლიდან იმართება ნ. ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია ფსიქოტრავმაში, სადაც ქართველი და უცხოელი მკვლევარები განიხილავენ აქტუალურ თემებს და საკუთარ კვლევებს წარმოადგენენ.

პუბლიკაციების მხრივ აღსანიშნავია, რომ ითარგმნა და 2013 წელს გამოიცა „ოქსფორდის სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში“, რომელიც პირველი თანამედროვე სახელმძღვანელოა ქართველი სპეციალისტებისთვის. 2014 წლისთვის ითარგმნა და გამოიცა გ. თორნიკროფტის და მ. ტანსელას უაღრესად პოპულარული წიგნი „Better Mental Health“. ორივე ეს წიგნი უფასოდ გადაეცათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მაგისტრებს.

2017 წლის 26-28 იანვარს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ჩატარდა პროფ. ჯ. ბისონის (კარდიფის უნივერსიტეტი) ტრენინგი: „ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ ქცევითი თერაპია“.

ბანერები