სოციალური მუშაობა
მისაღები ადგილების რაოდენობა: 15 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციალური მუშაობის მაგისტრი
მოკლე აღწერა:
სოციალური სამუშაოს განათლება ორიენტირებულია სტუდენტის ცოდნის, ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში ინტეგრაციაზე, რაც გულისხმობს სტუდენტისთვის, როგორც საუნივერსიტეტო თეორიული ცოდნის გადაცემასა და გაღრმავებას, ასევე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოცდასა და განვითარებას მისთვის კონკრეტული პრაქტიკის ადგილის უზრუნველყოფით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებითა და გაღრმავებით.
პროგრამის მიზნები:
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სოციალური მუშაკების მომზადება, რომლებიც შეძლებენ:
- შეიტანონ წვლილი საფრთხის წინაშე მყოფი ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე ცვლილებების განხორციელებით;
- გამოიყენონ თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სოციალური მუშაობის სფეროში პრობლემების განსაზღვრისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას სოციალური ადვოკატობის მიზნით;
პროფესიული საქმიანობისას ეთიკის და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებას.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს სოციალურ მუშაკად და სხვა შესაბამის პოზიციებზე სოციალური მომსახურების მიმწოდებელ სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ზვიად ზალიკიანი
➳ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (207)
➳ ჭავჭავძის 32, ოთახი A202
✉ zviad.zalikiani.1@iliauni.edu.ge