მასწავლებლები
თამთა ასანიძე
ქართულის, როგორც უცხო, მეორე ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი (1-12 კლასი);
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.
პროფესიით არის ფილოლოგი და ქართულის, როგორც უცხო, მეორე ენის მასწავლებელი. მონაწილეობა
აქვს მიღებული ქართულის, როგორც უცხო, მეორე ენის B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის
პროგრამაში. აგრეთვე, მუშობს არაქართულენოვან სკოლაში, ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტით „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.
მელანო კვერნაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ,,განათლების ადმინისტრირების" მაგისტრანტი,ქართულის,
როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის
მომზადების პროგრამა. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
ანა როსტომაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა) სტუდენტი, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
ქეთი ყულჯანიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა) სტუდენტი, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
.თინა ყაზარაშვილი
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. გაიარა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მომზადების მოდულის კურსები. არის მოწვეული მასწავლებელი ამავე უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
ნათია უღრელიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პროგრამა ,,განათლების ადმინისტრირება". ქართულ ენაში მომზადების პროგრამის კურსების და ქართული ენის სახელოსნოს კოორდინატორი. ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა, ქართულის როგორცმეორე ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა. სერტიფიცირებული მასწავლებელი საგანი ,,ქართული, როგორც მეორე ენა". მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის B1 დონის დავალებების შემუშავებაში.
თამთა ჩაჩუა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ,,განათლების ადმინისტრირების" მაგისტრანტი. დასაქმებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტიტის ,,ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამის კურსების ფარგლებში ასისტენტის პოზიციაზე. გავლილი აქვს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მომზადების მოდულის კურსები.
მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
ნანა სოლომნიშვილი
დაამთავრა ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. გაიარა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მომზადების მოდულის კურსები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც მოწვეული პედაგოგი. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულის, როგორც, მეორე ენის A2+, B1/ B2 დონის დავალებების შემუშავებაში.
თამარ ჩიხრაძე
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში წარმატებით აქვს გავლილი ქართულის, როგორც მეორე ენის მეთოდური ტრენინგ-მოდულები მასწავლებლის სახლში. „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამის ენის კურსებზე ფაკულტეტთან არსებული ცენტრის „ქართული ენის სახელოსნოს“ ასისტენტი.
მერი ხაჩიძე
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამისკონსულტანტ-მასწავლებელი, წარმატებით აქვს გავლილი ქართულის, როგორც მეორე ენის მეთოდური ტრენინგ-მოდულები მასწავლებლის სახლში. 2016 წლიდან „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამის ენის კურსებზე ფაკულტეტთან არსებული ცენტრის „ქართული ენის სახელოსნოს“ ასისტენტი.
მაკა ნოზაძე
ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია პროგრამებისთვის –აკადემიური მუშაობის ტექნიკები და შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (პროფესორის ასისტენტი); იგი აგრეთვე ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: maka.nozadze.2@iliauni.edu.ge
ანა ჭკუასელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის დოქტორანტი. არისმოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე.
ივლიტა ლობჯანიძე
2003 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ასპირატურის განყოფილება. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „მომავალი იწყება დღეს“, რომლის ფარგლებში არაქართულენოვან სკოლაში ასწავლიდა ქართულს, შემდგომში მუშაობა გააგრძელა ტრენერად. 2008-2009 წლებში იყო არაქართულენოვანი სკოლების გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. 2009 წელს მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი და გახდა პრეზიდენტის სტიპენდიატი.
2013 - 2015 წლებში ჩართული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის ფარგლებში პროექტში „ძველი და თანამედროვე ქართული ენის ონლაინპორტალი“.
ივლიტა ლობჯანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან, ხოლო ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ლექციებს კითხულობს 2010 წლიდან. იგი ასევე მუშაობს „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ პროექტში „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) და არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 233463
ivlita_lobjanidze@iliauni.edu.ge
თეა ლილუაშვილი
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით, 2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის "კომპიუტერის საბაზისო კურსის " და "ინფომაციული წიგნიერების" მოწვეული მასწავლეებლი. 2011 წლიდან მუშაობს კერძო და სახელმწიფო კოლეჯებში პროფესიულ მასწავლებლად და ხარისხის მენეჯერად. არის პროფესიული და ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ელზა ნოზაძე
დააამთავრა სულხან-საბას სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკა-ინფორმატიკა, გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.
მუშაობდა ქ. თბილისის მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსტიტუტში ინფორმატიკის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეთოდისტად, ამჟამად მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში (კერძო ორგანიზაცია) პროგრამირების პედაგოგად, ასევე თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის პედაგოგად, სახელშეკრულებო ფორმატით თანამშრომლობს NAEC- საგამოცდო ცენტრთან (ლოჯისტიკის დეპარტამენტში). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც მოწვეული პედაგოგი.