მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შექმნილია საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის. მისი შექმნა უკავშირდება 2012 წელს საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ტემპუსის პროექტის SALiS  დანერგვას.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

  • წარმართავს კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით საქართველოში;
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების, მოდულების, კურსების, სასერტიფიკატო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;
  • ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და ვორქშოფებს საქართველოს პედაგოგებთან საბუნებისმეტყველო საგნებში;
  • ზრუნავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და დანერგვაზე;
  • თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან    და რელევანტურ ორგანიზაციებთან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  • ატარებს საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებს საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით;
  • მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით;
  • აწარმოებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ცენტრის მუშაობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.
ბანერები