მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე ტრენინგი და სემინარი, მათ შორის:

  • 2017 წლის 13 იანვარს ჩატარდა ნინო მახაშვილის სემინარი თემაზე: “გავრცელებული შეცდომები ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში”, რომელსაც ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესიული თემის სხვა წარმომადგენლები;
  • 2017 წლის 24-30 იანვარს კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონათან ბისონმა ჩაატარა ტრენინგი (ToT) „ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპია“. მონაწილეთა შორის იყვნენ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ლექტორები – დარეჯან ჯავახიშვილი და ქეთევან ფილაური (თანატრენერები), ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
  • 2017 წლის 1-2 თებერვალს ქეთევან ფილაურმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ემოციური რეგულაცია მ. ქლოიტრის (აშშ) STAIR მეთოდის მიხედვით“. ტრენინგში მონაწილეობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
  • ჩატარდა კვლევა თემაზე: „ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტურობა საქართველოში“ – მკვლევარები: ნინო მახაშვილი, დარეჯან ჯავახიშვილი, ქეთევან ფილაური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. კვლევის შედეგები წარადგინეს ქ. ჩიკაგოში 2017 წ. ნოემბერში; ტრავმული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების (ISTSS) კონფერენციაზე 2017 წ. 9-11 ნოემბერს. სემინარის წამყვანებს შორის იყვნენ: პროფ. ჯ. ბისონი (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), მ. ქლოიტრე (National Center for PTSD, აშშ), ნ. მახაშვილი და ჯ. ჯავახიშვილი,
  • 22 მარტს გაიმართულ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ საქართველოს ფსიქიატრები;
  • 29 მარტს ზურაბ ბებერაშვილმა (ფსიქოთერაპევტი, გსრტ) წაიკითხა ლექცია თემაზე: „დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია პერსონოლოგიური აშლილობების სამართავად“. ლექციას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
  • 10-12 აპრილს პროფ. ნორმან სარტორიუსის (ჟენევის უნივერსიტეტი) და პროფ. გრეჰემ თორნიქროფტის (სამეფო კოლეჯი, ლონდონი) ხელმძღვანელობით მოეწყო სემინარი თემაზე: „კვლევები და სამეცნიერო ნაშრომის მომზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“;
  • 7-8 სექტემბერს ჩატარდა პროფ. გრეჰემ თორნიქროფტის (სამეფო კოლეჯი, ლონდონი) სემინარი: „სერვისის ხარისხის სტანდარტები და ხარისხის უზრუნველყოფა“;
  • 26-27 სექტემბერი პროფესორმა ჯ. ბისონმა (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ჩაატარა „ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის შეფასების ციკლი“. ტრენინგში მონაწილეობდნენ პროფესიული თემის წარმომადგენლები;
  • 28-29 სექტემბერს გაიმართა პროფესორ სიუ ბისონის (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) სემინარი „დისკურსის ანალიზი”; სემინარში მონაწილეობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესიული თემის სხვა წარმომადგენლები;
  • 28 სექტემბერს გაიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პრივატიზაციის ანგარიშის პრეზენტაცია (წამყვანები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები რობერტ ვან ვორენი და ნინო მახაშვილი). შეხვედრა გახსნა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და პროფესიული თემის წარმომადგენლები;
  • 29 სექტემბერს პროფესორმა ჯ. ბისონმა (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) გამართა საჯარო სემინარი თემაზე: „ცოდნის მობილიზაცია ხარისხის გაუმჯობესებისთვის” . სემინარს ესწრებოდნენ პროფესიული თემის წარმომადგენლები.
  • ცენტრში განხორციელდა სხვა აქტივობებიც, მაგალითად:
  • 2017 წლის იანვარ-სექტემბერში განხორციელდა პროგრამა „ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის დანერგვა საქართველოში”. პროგრამა მოიცავდა სატრენინგო სესიებს, რეგულარულ სუპერვიზიას (ინდივიდუალური, ჯგუფური, სკაიპი სესიები პროფ. ბისონთან) და კვლევას. 
  • 27-28 აპრილს საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასა და გსრტ-თან ერთად გაიმართა ნ. ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია (G106) „ტრავმა და საზოგადოება”. კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული თემის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
  •  17-23 ივლისს ჩატარდა საზაფხულო სკოლა „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
  • 5-6 ოქტომბერს ჩატარდა რეგიონული კოალიციის „ადრეული ჩარევა“ შეხვედრა, რომელზეც ქართველმა და აზერბაიჯანელი სპეციალისტებმა შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა. 
  • სექტემბერ-დეკემბერში ნინო მახაშვილის ფასილიტირებით ცენტრში იმართებოდა რეგულარული შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სამსახურის მინიმალურ სტანდარტებზე შეთანხმების მისაღწევად მომსახურების ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტების შესახებ. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს-ცენტრის ბიბლიოთეკის ბაზაზე რეგულარულად ტარდება სხვადასხვა მოკლე შეხვედრები აღნიშნული სფეროს რეფორმირების ხელშესაწყობად, მაგ.: პროფესიული საზოგადოებების გაერთიანებამ „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ მოაწყო რამდენიმე შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელწიფო პროგრამის დახვეწისა და მისი ოპერაციული ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილების მიზნით; ფონდი „გიფ-თბილისი” რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ფჯ პოლიტიკის გადაუდებელ საკითხებზე.

ამავე სივრცეში დაიგეგმა რამდენიმე კვლევა, რომელთაგან ერთ-ერთი წარადგინეს რუსთაველის საზოგადოებაში.

24 ნოემბერს მოეწყო ფოკუსჯგუფი კურსდამთავრებულთა წინადადებებისა და შენიშვნების შესასწავლად, შესაბამისი პროგრამის მოდიფიცირების მიზნით.

ბანერები