მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

ცენტრის შესახებ

იტალიური კულტურის ცენტრი შეიქმნა 2007 წლის ივნისში. ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 3000-ზე მეტი დასახელების იტალიურ წიგნს. ბიბლიოთეკა ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის. ცენტრში რეგულარულად ტარდება სასწავლო, სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები, კერძოდ, სემინარები, მოხსენებები, შეხვედრები, პრეზენტაციები, სპექტაკლები; ეწყობა იტალიური ფილმების ჩვენება.

იტალიური კულტურის ცენტრში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, გაიაროს იტალიური ენის შემსწავლელი სამთვიანი ინტენსიური კურსები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. იტალიური კულტურის ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან და იტალიურ უნივერსიტეტებთან თუ სასწავლო დაწესებულებებთან.

იტალიური კულტურის ცენტრი მსურველებს სთავაზობს ყოველწლიურ ერთთვიან სასწავლო ტურს იტალიაში. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, აიმაღლონ იტალიური ენის ცოდნის დონე და მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლის ღონისძიებებში; მოინახულონ შემდეგი ქალაქები: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ბოლონია, პიზა, ნეაპოლი, ასიზი, გუბიო, პერუჯა, სან-მარინო. სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ბანერები