მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობა

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრი
  • ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:

  • ფსიქიატრის სპეციალობა ან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მედიცინის, ფსიქოლოგიის, საექთნო ან სოციალური სამუშაოს დისციპლინებში;
  • მინიმუმ, 2-წლიანი პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა  B2 დონეზე.

მოკლე აღწერა:

პროგრამა აერთიანებს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მიმართულებებს და ეფუძნება ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას. ის აძლევს მაგისტრანტებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ-კლინიკურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს; ხელს უწყობს მაგისტრანტს, ჩასწვდეს აკადემიურ კონცეფციებს ფსიქიატრიასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და შეისწავლოს/გააცნობიეროს მათი მიმართებები პრაქტიკასთან. სწავლებისას აქცენტირებულია თანამედროვე მიდგომები და ინტერვენციები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირების პროცესში.

პროგრამას აქვს ორი მიმართულება: სოციალური ფსიქიატრია და ფსიქოტრავმატოლოგია.

სოციალური ფსიქიატრია სწავლობს კავშირს სოციალურ ფაქტორებსა და ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებას, მიმდინარეობასა და მკურნალობას შორის. სოციალურ ფსიქიატრიაში სამაგისტრო მიმართულების მიზანია სოციალური ფსიქიატრიის თეორიული, კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საკითხების სწავლება, რაც უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობების საკვანძო სოციალური საკითხების სიღრმისეულ გაგებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის ფსიქიატრიულ სერვისებში მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენას.

ფსიქოტრავმატოლოგია სწავლობს სხვადასხვა ფსიქოტრავმული მოვლენის - ეთნოკონფლიქტებისა და ომების, ბუნებრივი კატასტროფების, მძიმე დანაკარგის, ძალადობისა და სხვა მატრავმირებელი გამოცდილების – შედეგებს/ზემოქმედებას ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებაზე. ფსიქოტრავმატოლოგიის სამაგისტრო მიმართულების მიზანია, განავითაროს მაგისტრანტის უნარ-ჩვევები და ცოდნა ტრავმის გამოვლინებების იდენტიფიკაციის, მკურნალობის და მულტიდისციპლინური მოვლის კუთხით; მწვავე კრიზისის და კატასტროფების დროს ადრეული ჩარევის ორგანიზების კუთხით; პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს:

  • რეფორმირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებში, ფსიქიატრიულ კლინიკებში, ამბულატორიულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებში;
  • თემზე დაფუძნებულ ფჯ-სერვისებში - კრიზისული ინტერვენციის სამსახურებში, მობილურ სათემო გუნდებში, ფ/ს რეაბილიტაციის ცენტრებში, სხვადასხვა ფსიქოტრავმა-ცენტრებში, ბავშვთა და მოზარდთა სამსახურებში, რეზიდენტულ სახლებში/საცხოვრისებში;
  • ბავშვთა, მოზრდილთა და ხანდაზმულთა სოციალური ზრუნვისა და დაცვის სამსახურებში;
  • სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ფჯ-პოლიტიკის/სტრატეგიის დარგში;
  • კვლევით ორგანიზაციებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ანუკი ჯიქიძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201
ტელ.: +995 32 222 00 09 (294)
✉: anuki.jikidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები