მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს დამყარდა კავშირი ტუშას უნივერსიტეტთან (ტოსკანა, იტალია), რაც გამოიხატა კვლევითი და სასწავლო კონტაქტების ჩამოყალიბებაში ტუშას იტალიანისტებთან და ლინგვოდიდაქტიკოსებთან.

გარდა ამისა, იტალიური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წლის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  • ცნობილი იტალიელი გიტარისტების კლასიკური მუსიკის საღამო;
  • თექის ნამუშევრების გამოფენა;
  • პუპი ავატისა („ვახშამი მათ გასაცნობად“) და ერმანო ოლმის („ვაზი კლდოვანი მთის ფერდობებზე“) ფილმების ჩვენება;
  • საშობაო წვეულება;
  • იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტების პრეზენტაციები: „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში“, „რაფაელი“, „ლეონარდო და ვინჩი“, „იტალიის რეგიონები“;
  • პავიას უნივერსიტეტისა და ერასმუს მუნდუსის გაცვლითი სასწავლო პროგრამისა (WEBB) და ტუშას უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაციები;
  • იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგის, მანანა სიფრაშვილის, იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ბარში და პიზაში;
  • სამი სპექტაკლის პრემიერა („GRANO D`ORO“, „DUE LATI DI UNA PARETE“, „GL’INNAMORATI“)იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტების და პედაგოგების მონაწილეობით.
ბანერები