ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

FabLab

მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 3 საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული, რომელზეც საერთო ჯამში, 1.816.000 ლარი გამოიყო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 განაცხადი წარადგინა და ორივე დაკმაყოფილდა. შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI) საინჟინრო მიმართულებით და კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორია (GAMELAB ILIAUNI).

"ფაბლაბი" თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. მასზე წვდომა აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს და სამრეწველო პარტნიორებს. ლაბორატორიაში შესაძლებელია, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტი - ე. წ. სმარტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ”ფაბლაბის” მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. "ფაბლაბი" ორგანიზებას უწევს მაკათონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ FABLAB ILIAUNI-ს ვებგვერდს: http://fablab.iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები