ანგლისტიკა
პროგრამის დასახელება: ანგლისტიკა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში
პროგრამის შესახებ
პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, განახლდა 2022 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
პროგრამის მიზანი
ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური ანგლისტი-ფილოლოგის მომზადება, რომელსაც ექნება ინგლისური ენის, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებისა, ლიტერატურისმცოდნეობის, თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის საფუძველზე შეძენილი სისტემური და სიღრმისეული ცოდნა.
საბაკალავრო პროგრამისაგან განსხვავებით, სადაც აქცენტი კეთდება ინგლისური ენის როგორს სისტემის სტრუქტურულ კომპონენტებზე და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიის განვითარების ეტაპებზე დიაქრონულ ჭრილში, სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს ენის პარაგმატიკულ-კომუნიკაციური ასპექტებისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ცალკეული ჟანრების შესახებ ანგლისტი-ფილოლოგის სიღრმისეული ცოდნით აღჭურვას.
ამ ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული შეძლებს დარგში არსებული აქტუალური საკითხების/პრობლემების კვლევას, მათ შორის მშობლიურ ენასთან და ლიტერატურსათან მიმართებაში, თანამედროვე მეთოდოლოგიების და მიდგომების გამოყენებით.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:
- ავლენს სიღრმისეულ ცოდნას სხვადასხვა ლინგვისტური სკოლებისა და მიმდინარეობების მიერ შემუშავებული თანამედროვე კონცეფციებისა და მოდელების შესახებ;
- შეუძლია განსხვავებული ტიპის ინგლისურენოვანი ტექსტების პრაგმატიკული, სტრუქტურულ-სემანტიკური, სტილისტიკური ანალიზი და ინტერპრეტირება;
- შეუძლია დეტალურად დაახასიათოს და შეაფასოს ინგლისურენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპები შესაბამის კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში;
- შეუძლია ლიტერატურათმცოდნეობაში არსებული მთავარი თეორიების და კონცეფციების კლასიფიცირება, შეფასება და კრიტიკული ანალიზი;
- გამომუშავებული აქვს ინგლისურიდან ქართულ ენაზე დარგობრივი ტექსტების თარგმნის ძირითადი კომპეტენციები;
- ფლობს ინგლისურ ენას C1 დონეზე.
- შეუძლია თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად იკვლიოს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, ინგლისურენოვანი ლიტერატურისა ან თარგმანის თეორიის აქტუალური საკითხები, მათ შორის მშობლიურ ენასთან და ლიტერატურასთან შეპირისპირების საფუძველზე, განავითაროს ინოვაციური მიდგომები და ახალი, ორიგინალური იდეები;
- ქმნის გამართული ფორმის, ლოგიკურად დასაბუთებულ, არსებული აკადემიური სტანდარტების შესაბამის ორიგინალურ სამაგისტრო ნაშრომს და წარუდგენს დარგის სპეციალისტებს და/ან არასპეციალისტებს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- ეყრდნობა დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს; აღიარებს კულტურათშორისი განსხვავებებისა და კულტურათა მრავალფეროვნების მნიშვნელობას; ამჟღავნებს ტოლერანტობას განსხვავებული აზრის, კულტურებისა და კონფესიების მიმართ.
სწავლის მეთოდები
ლექცია; სემინარი; ანალიზი და სინთეზი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული და შერეული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა; შემთხვევის ანალიზი; თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება); როლური და სიტუაციური თამაშები; ინდუქციური და დედუქციური მეთოდები; სუპერვიზია; რეფლექსია.
დასაქმების შესაძლებლობები
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სქემით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში;
- შეუძლია წარმართოს მთარგმნელ-თარჯიმნის საქმიანობა;
- შეუძლია ჩაერთოს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითსა და კულტურულ პროექტებში;
- საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში;,
- სხვადასხვა პერიოდულ გამოცემათა რედაქციებში;
- ხელოვნებისა და კულტურის დაწესებულებებში;
- პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- სავალდებულო კურსები - 30 კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსები - არანაკლებ 42 კრედიტი;
- არჩევითი კურსები - არაუმეტეს 18 კრედიტი;
- სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი.
მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები - თავსდება ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
✉ natalia_nemsadze@iliauni.edu.ge