სახელოსნოს შესახებ
ქართული ენის სახელოსნო დაარსდა 2013 წელს ქართულის, როგორც უცხო და მეორე ენის თანამედროვე მეთოდიკის განვითარების მიზნით, თუმცა სახელოსნოს თანამშრომლები მანამდეც მუშაობდნენ შემდეგ სფეროებში:
- სასწავლო მასალების შემუშავება ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სფეროში;
- გამოყენებითი კვლევითი პროექტები ენის სწავლების და მეთოდიკის მიმართულებით, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსების შემუშავება და განვითარება;
- ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა გადამზადება;
- არაკურიკულარული ღონისძიებები ილიაუნის არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის.