ბიოეთიკის ცენტრის მიზნები და საქმიანობა
ბიოეთიკის ცენტრის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლების უზრუნველყოფა გამოყენებითი ეთიკის, განსაკუთრებით მისი ერთი მიმართულების, ბიოეთიკის სფეროში, კერძოდ:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო კურსების შექმნა სწავლების სხვადასხვა დონეზე, ამ სალექციო კურსებისათვის მასალების თარგმნა და სახელმძღვანელოების შექმნა;
- საერთაშორისო დონეზე კონფერენციების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზება, სხვა უნივერსიტეტების მსგავს ცენტრებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობა და ეთიკის კომისიისათვის მრჩევლის ფუნქციის შესრულება.