კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გამოცდა ინგლისურ ენაში; ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი
მოკლე აღწერა:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების კვალიფიციური თერაპევტის მომზადება საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროგრამის გავლის შედეგად, ენისა და მეტყველების თერაპევტი შეძლებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ინტერვენციის გეგმის შედგენას და განხორციელებას, კონსულტირებას, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობას, კვლევასა და ცოდნის გავრცელებას.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს:
- ენისა და მეტყველების თერაპევტად ბავშვთა/მოზრდილთა სამედიცინო კლინიკებში, რომლებიც ემსახურებიან წოვის/ყლაპვის, აფაზიის, ენისა და მეტყველების დროებითი და ქრონიკული პრობლემების მქონე პაციენტებს;
- ენისა და მეტყველების თერაპევტად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრებსა და დღის ცენტრებში;
- საქართველოს საბავშვო ბაღებში/ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში;
- არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა მიზანია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და ადვოკატირება კერძო პრაქტიკაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანუკი ჯიქიძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201
ტელ.: +995 32 222 00 09 (294)
✉: anuki.jikidze@iliauni.edu.ge