მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)

რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ინგლისური ენის ტესტი, ზეპირი გამოცდა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: 

  • ევროპისმცოდნეობის მაგისტრი (Master of European Studies)
  • კავკასიის კვლევების მაგისტრი(Master of Caucasus Studies)

სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ახალი თაობა, რომელიც ფლობს კომპლექსურ ცოდნას ევროპის ან კავკასიის რეგიონების ისტორიული და თანამედროვე განვითარების შესახებ პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დისციპლინების ჭრილში და შეძლებს რეგიონული კვლევების კონტექსტში არსებულ პრობლემათა კვლევას და გააზრებას თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი.

მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გასასვლელად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის დონის (B2.1) დამადასტურებელი ტესტი. შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდით მოწმდება სტუდენტის დარგობრივი ცოდნა და მოტივაცია.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „მიღება“.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ სფეროებში:

რეგიონული კვლევების, ევროპისმცოდნეობისა და კავკასიის კვლევების მიმართულების პროფილურ ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურში, საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში, არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, შესაბამისი პროფილის კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუტებში.

პროგრამის დამთავრება სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.

 

ნათია თვალიაშვილი;
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
✉ natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები