დამატებითი ინფორმაცია
პალეოურბანული ლაბორატორიის სივრცეში შეიქმნა სამაგისტრო ნაშრომები:
ნ. კაპანაძე - ,,ქალაქი სარკინე საისტორიო წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით“.
ან. დულარიძე - ,,კორცხელი - რომაული კასტელუმი“. გ. ბურჯანაძე - ,,ქალაქი სკანდა“.
ი. დემეტრაშვილი - ,,პოლიორკეტიკა საქართველოში მოძიებული არტეფაქტების მიხედვით“.
სადოქტორო დისერტაციები:
ირ. დემეტრაძე - ,,მცხეთის არქეოლოგიური ლანდშაფტი“.
მ. მშვილდაძე - ,,იბერიის ქალაქთა ლოკალიზაცია კლავდიოს პტოლემაიოსის კოორდინატთა სისტემის მიხედვით“ (ეს უკანასკნელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მონოგრაფიის სახით გამოიცა).
ლაბორატორიის მიერ შეიქმნა სადოქტორო პროგრამა ,,ურბანული არქეოლოგია“.