2016 წლის ანგარიში
2016 წელს ჩატარდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის საბაკალავრო საფეხურის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა. პროექტები შესრულდა თემებზე „მითოსი“ და „დრო“. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში შემუშავებული სადიპლომო ნამუშევრის შესრულების პრინციპის შესაბამისად, თითოეულ პროექტში გაერთიანდა სხვადასხვა მიმართულების სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები, რომლებმაც შეასრულეს ერთიანი კონცეფციით გაერთიანებული ერთობლივი პროექტი. გამოფენა გაიმართა ილიას უნივერსიტეტის F კორპუსში.