მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის საქმიანობა

ცენტრის საქმიანობა

2011 წელს, პირველად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ისტორიაში, მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ახალი მიმართულება ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის მომზადების მიმართულებით.

მას შემდეგ მიმდინარეობს მუშაობა ამ ახალი მიმართულების გასავითარებლად როგორც მეთოდური, ასევე სასწავლო მასალების შემუშავებისა და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით თინათინ კიღურაძისა და ეკატერინე ქუთათელაძის მიერ, ხოლო 2014 წლიდან მათი ხელმძღვანელობით მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ ილიაუნის ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებული ბაკალავრები, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

თინათინ კიღურაძის და ეკატერინე ქუთათელაძის, როგორც ძირითადი ავტორების, მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოებია:

  1. ქართულის, როგორც უცხო ენის მეთოდიკა მასწავლებლებისთვის (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი, http://geofl.ge/#!/page_metodic);
  2. ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელო `აღმართის~ A2+, B1 და B2 დონეები (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo);
  3. სავარჯიშოების და ტესტების კრებული ქართულის, როგორც უცხო ენის შემსწავლელთათვის (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი);
  4. ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელო “პროფილები”, A1 დონე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტი);
  5. სამწლიანი პილოტირების შედეგად 2013 წლის ოქტომბერში ილიაუნიში გამოიცა ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის პროგრამის კურსებისთვის შემუშავებული დიდაქტიზირებული ვიდეოფილმების მასალები „ეპიზოდები” (ავტორები: თინათინ კიღურაძე, ეკატერინე ქუთათელაძე, ივლიტა ლობჯანიძე).
  6. ქართული ენის სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ნენე, დუდუ და წიკო” (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, 2009-2012 წწ.);

http://www.el.ge/ge/

ქართული ენის სახელოსნოს პერსონალის მიერ განხორციელებული სამეცნიერო პროექტები:

  1. ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწავლო ონლაინ-პორტალი (შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის პროექტი, ხელმძღვანელი - თამარ პატარიძე, ბელგია);
  2. მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში, მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში (Tempus – DIMTEGU);
  3. ვორკშოპი მულტილინგვური განათლების და მეორე ენის სწავლებაში (გერმანელი, ფრანგი და ქართველი პროფესორების მონაწილეობით);

ქართული ენის სახელოსნოს მენტორინგის პროგრამა:

2013 წლის გაზაფხულის სემესტრში სახელოსნოს წევრებმა შეიმუშავეს ინტენსიური სტაჟირების პროექტი (კვირაში 6-12 საათი) მაღალი კურსის სტუდენტებისთვის, რომელიც პირველი და უპრეცენდენტო იყო იმ დროისთვის საქართველოს საგანმანათლებლოს სივრცეში: სტუდენტებმა 2013 წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო კურსის - „გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება / ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა” - ფარგლებში გაიარეს 90-საათიანი სტაჟირება, რომლის დროსაც თითოეულ სტუდენტს ჰყავდა მენტორი ლექტორი ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის პროგრამის კურსიდან და, სალექციო კურსის გარდა, გადიოდა პარალელურ რეჟიმში სტაჟირებას.

რადგან ასეთმა სტაჟირებამ საკმაოდ კარგი შედეგი იქონია სტაჟიორებზე პროფესიული ზრდის კუთხით, გადაწყდა ამ პროექტის გაგრძელება დანერგვა.

ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სტაჟირების პროექტი ხორციელდება მენტორი ლექტორის ხელმძღვანელობით და მოიცავს შემდეგ ყოველკვირეულ აქტივობებს:

ა. სტაჟიორის მიერ ყოველკვირეული დასწრება მენტორი ლექტორის კურსზე მასზე დაკვირვების და მისი განხილვის მიზნით;

ბ. მენტორ ლექტორთან ერთად საკუთარი სასწავლო მასალის შემუშავება და/ან მენტორი ლექტორის თანდასწრებით საკუთარი სალექციო საათის ჩატარება;

გ. ჩატარებული საათის განხილვა მენტორთან ერთად და გაუმჯობესებული ვარიანტის შემუშავება;

დ. განხილული და დამუშავებული საგაკვეთილო მასალის დამოუკიდებლად ჩატარება პარალელურ ჯგუფში.

ქართული ენის სახელოსნოს აქტივობები ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით:

  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის პროგრამის სტუდენტების სტაჟირება ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (2012 წლის გაზაფხული სემესტრი);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობის მიზნით რეგიონიდან ჩამოსული არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის გაცნობითი სახის ლექცია-სემინარები ქალაქში გასვლითი ღონისძიებებით;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სტუდენტების ინტენსიური (90-საათიანი) სტაჟირება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თეორიული კურსის და ენის კურსების ლექტორ-მასწავლებელთა ინტენსიური ხელმძღვანელობით.
  • სტუდენტების ინტენსიური სტაჟირება ტრადიციული, ონლაინ- და შერეული ფორმატით სწავლების სფეროში ლექტორ-მასწავლებელთა ინტენსიური ხელმძღვანელობით;
  • ონლაინ-პორტალზე დაყრდნობით, ონლაინ- და შერეული სწავლების კურსების შექმნა ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის სფეროსთვის;
  • არაკურიკულარული დამატებითი ღონისძიებების შეთავაზება არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ლექტორებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობა ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის პროგრამის ევალუაციის და გაუმჯობესების მიზნით: კერძოდ, რეგულარული თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარება ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის პროგრამის სწავლების ხარისხის და არაქართულენოვან სტუდენტთა ინტეგრაციის ხარისხის შეფასება-გაუმჯობესების მიზნით.
ბანერები