ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები

მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები

თანამედროვე მეცნიერება, დიდი ხანია, გასცდა ჩაკეტილ ლაბორატორიებს. განათლების წინაშე მდგარი გამოწვევები მოითხოვს ახალგაზრდა მკვლევართა და გამომგონებელთა აქტიურ ჩართვას სამეცნიერო კვლევებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის და მხარდაჭერის პროგრამებს აქტიურად ახორციელებს. ამ მიზნით, ილიაუნის ორგანიზებით, 2012 წელს ღია ცის ქვეშ პირველად გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში, ღონისძიებამ მიიღო ყოველწლიური სახე და 2015 წელს რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. 2013 წელს ღონისძიება გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი. ასოციაცია აერთიანებს 90-მდე წევრ ორგანიზაციას და მიზნად ისახავს შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისათვის.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების აქტიური მხარდაჭერა. რიგით მესამე სამეცნიერო პიკნიკის განხცორციელების შემდეგ, ილიაუნიში დაიწყო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის  შექმნა და, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან. 2014 წლის დეკემბერში კი საფუძველი ჩაეყარა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს ილიაუნის სამეცნიერო კაფე.

ბანერები